

ცვლილებები სახელმძღვანელოებში - “2-3 წლის განმავლობაში ყველა სახელმძღვანელო შეიცვლება“. . ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, სამინისტრო აიღებს პასუხისმგებლობას დაწეროს სახელმძღვანელოები.
“ჩვენ 2-3 წლის განმავლობაში ყველა სახელმძღვანელოს შევცვლით სკოლაში. სამინისტრო აიღებს პასუხისმგებლობას დაწეროს სახელმძღვანელოები... დაიწერება სრულიად ახალი სახელმძღვანელოები. ამისთვის სამინისტრომ გასული 6 თვის განმავლობაში შერჩევითობის პროცედურების გავლით, შეარჩია ექსპერტთა ჯგუფები სხვადასხვა დისციპლინის მიხედვით და სამინისტრო აიღებს პასუხისმგებლობას დაწეროს სახელმძღვანელოები. ეს სახელმძღვანელოები უნდა დაინერგოს შემდეგი სტანდარტით - ერთი სახელმძღვანელო ყველა სკოლაში, ერთსა და იმავე დისციპლინაში. აღარ იქნება სხვადასხვა სახელმძღვანელო და ყველა სკოლაში იქნება ერთიანი მიდგომა, ერთიანი სტანდარტი, ერთიანი ხარისხი, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ერთიანი ცნობადობა, ხარისხის უზრუნველყოფა, პროცესისადმი ხელმისაწვდომობა და რაც მთავარია, გაზომვადობა იქნება უზრუნველყოფილი“, - განაცხადა მინისტრმა.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Android: https://play.google.com/store/apps/details…
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
#შენიექიმი #sheniekimi #
გიორგიფხაკაძე #ჯანმრთელობა #აქხარისხია #drpkhakadze https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9b%e1%83%ab%e1%83%a6/
Comments
Post a Comment