

საქართველოში კვერცხი ძვირდება – როდიდან და რამდენით მოიმატებს ფასი?
საქართველოში ერთი ცალი კვერცხი მაქსიმუმ 2 თეთრით გაძვირდება – ამის შესახებ მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელმა, ზურაბ უჩუმბეგაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ფასები ახალი წლის შემდეგ მოიმატებს. როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი განმარტავს, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მუშახელთან დაკავშირებული ხარჯების ზრდაა.
„დეკემბერში არცერთ შემთხვევაში კვერცხი არ გაძვირდება, იმიტომ, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული გვაქვს. ახალ წლამდე 1 თეთრით არ მოიმატებს კვერცხის საფასური.
არ არის გამორიცხული, რომ ახალი წლის შემდეგ გავაძვიროთ. იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ გართულდა პროცესები. მარცვლეულის ფასიც გაზრდილია 30%-ით. ჩვენ რაც გვაწუხებს, ძირითადად მუშახელია. დისტრიბუციის ხარჯზე ხდება ხარჯის მატება. ქალაქში რა ხდება საცობებიდან გამომდინარე ხომ ხედავთ. 8-საათიანი სამუშაო დღეა და შესაბამისად, ერთი მძღოლი რასაც აკეთებდა, ახლა იმას ორი ვერ აუდის. ეს ხდება საცობებიდან გამომდინარე. ამასთანავე, მაღაზიის წინ მანქანას ვერ აჩერებენ, ჯარიმების რაოდენობა გაიზარდა. ხარჯი დაგვემატა საკმაოდ სერიოზული და დიდი ალბათობით, თებერვლიდან 1.5-2 თეთრით მოიმატებს ფასი კვერცხზე.
ყველა ფაბრიკას თავისი ხარჯი აქვს, სხვადასხვა ფასები აქვს ყველას, მაგრამ 2 თეთრს წესით არ უნდა ასცდეს არცერთი ფაბრიკის გაძვირებული ფასი“, – აცხადებს უჩუმბეგაშვილი.
შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე დღეა სასურსათო მაღაზიების დახლებზე კვერცხის რაოდენობის ნაკლებობა შეინიშნება, მიზეზად კი ქვეყანაში კვერცხის იმპორტის მნიშვნელოვანი კლება სახელდება.
უფრო კონკრეტულად, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში კვერცხის იმპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 93.1%-ით შემცირდა. ამასთან, საქსტატის მონაცემებით,2025 წლის იმპორტის მაჩვენებელი 11-წლიან მინიმუმზეა.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%a3%e1%83%9a-%e1%83%91%e1%83%90%e1%83%96%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%96%e1%83%94-%e1%83%99%e1%83%95%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%98-%e1%83%ab/
Comments
Post a Comment