გამოცდების ეროვნული ცენტრიდან 60-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს
გამოცდების ეროვნული ცენტრიდან 60-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს. 

ოფიციალური ვერსიით, ეს რეორგანიზაციის პროცესია.

„ცენტრში 1 ოქტომბრიდან გამოცხადდა რეორგანიზაცია და პირველადი სტრუქტურული ერთეულების ოპტიმიზაცია. ეს პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეა, დასრულდება დეკემბრის ბოლოს“, - უპასუხეს წერილობით რადიო „თავისუფლებას“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან.

გამოცდების ეროვნული ცენტრიდან 60-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს –  ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინო ბექიშვილი ავრცელებს

 “სპეცოპერაცია ჩაატარეს და 60-მდე ადამიანი გაუშვეს დღეს ნაეკიდან . აღარ სჭირდებათ გამოცდების ჩატარება ალბათ. უსწავლელები და მორჩილები ვჭირდებით. არც ვიცი, რა ვთქვა” – წერს ნინო ბექიშვილი.

გახარია-საქართველოსთვის დეპუტატის, ტატა ხვედელიანის თქმით, გამოცდების ეროვნული ცენტრიდან და ახალგაზრდობის სააგენტოდან 60-მდე თანამშრომელი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. ინფორმაციას ტაბულა ავრცელებს.

"გრძელდება ქართული ოცნების მხრიდან საჯარო მოხელეთა პოლიტიკური დევნა და უკანონო გათავისუფლებები, ახლა უკვე განათლების სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფ უწყებებში. სახეზეა განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის სახელით შეფუთული პოლიტიკური დევნა მათ მიმართ, ვინც დღემდე არ ეთანხმება დეფაქტო მთავრობას საგარეო კურსის ცვლილების საკითხში და განსხვავებულ აზრს საჯაროდ აფიქსირებს. პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდა გამოცდების ეროვნული ცენტრისა და ახალგაზრდობის სააგენტოს 60-მდე თანამშრომელი.

საჯარო მოხელეთა დევნა ოცნებამ სისტემურად ზუსტად 1 წლის წინ დაიწყო, მაშინ, როცა მათი მხრიდან პირველად დაფიქსირდა განსხვავებული აზრი ქვეყნის შეცვლილ საგარეო კურსთან დაკავშირებით. ღირსეული საჯარო მოხელეების დევნა მიმდინარეობს მაშინ, როდესაც საჯარო უწყებებში დასაქმებული ოცნების პარტაქტივის წევრები სამსახურში მიუსვლელად იღებენ ხალხის ბიუჯეტიდან ხელფასებს. რეპრესიების დაწყებიდან დღემდე, საჯარო სამსახურში მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე 900-მდე კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეა გათავისუფლებული, მათგან ნახევარზე მეტი ქალია". - თქვა ხვედელიანმა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!


მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

#შენიექიმი #sheniekimi #


გიორგიფხაკაძე #ჯანმრთელობა #აქხარისხია #drpkhakadze https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%aa%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%aa%e1%83%94%e1%83%9c-4/

Comments