უდაბნოს მტვრის მასები საქართველოში ნელ-ნელა იფანტება - გარემოს ეროვნული სააგენტო
გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს გან­ცხა­დე­ბით, დღე­ვან­დე­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით, ატ­მოს­ფე­რულ ჰა­ერ­ში მტვრის მყა­რი ნა­წი­ლა­კე­ბის კლე­ბის ტენ­დენ­ცია და­ფიქ­სირ­და, რაც მე­ტე­ო­რო­ლო­გი­ურ­მა პრო­ცე­სებ­მა გა­ნა­პი­რო­ბა.

მა­თი­ვე ცნო­ბით, პირ­ველ დე­კემ­ბერს, დღის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს უმე­ტეს და აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ზო­გი­ერთ რა­ი­ონ­ში და­ფიქ­სირ­და ნა­ლე­ქი - წვი­მის სა­ხით. წვი­მას­თან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ზო­გან, მათ შო­რის დე­და­ქა­ლაქ­ში, და­ფიქ­სირ­და და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბის ზო­მი­ე­რი ქარი.

"აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბოლო რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ზო­გი­ერთ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სამ­ხრე­თი­დან და სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლე­თი­დან უდაბ­ნოს მტვრის მა­სე­ბის გავ­რცე­ლე­ბამ ატ­მოს­ფე­რულ ჰა­ერ­ში მტვრის მყა­რი ნა­წი­ლა­კე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცი­ის მა­ტე­ბა გა­ნა­პი­რო­ბა.

უდაბ­ნოს მტვრის მა­სე­ბის გავ­რცე­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პე­რი­ო­დუ­ლად ფიქ­სირ­დე­ბა. სი­ტუ­ა­ცი­ის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის - წვი­მა, თოვ­ლი, ქარი - გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.

სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ატ­მოს­ფე­რულ ჰა­ერ­ში უდაბ­ნოს მტვრის მა­სე­ბის გავ­რცე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო მსოფ­ლიო მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, მტვრის პროგ­ნოს­ტი­კუ­ლი ცენ­ტრე­ბის და ეროვ­ნუ­ლი ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

ატ­მოს­ფე­რუ­ლი ჰა­ე­რის ხა­რის­ხის უწყვეტ მო­ნი­ტო­რინგს გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ავ­ტო­მა­ტუ­რი სად­გუ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ახორ­ცი­ე­ლებს.

ჰა­ე­რის ხა­რის­ხის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ნე­ბის­მი­ერ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­ეც­ნოს ატ­მოს­ფე­რუ­ლი ჰა­ე­რის ხა­რის­ხის პორ­ტალ­ზე https://air.gov.ge/,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!


მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

#შენიექიმი #sheniekimi #


გიორგიფხაკაძე #ჯანმრთელობა #აქხარისხია #drpkhakadze https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%a3%e1%83%93%e1%83%90%e1%83%91%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%a2%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90/

Comments