

რატომ არ უნდა მივირთვათ სისტემატურად დაბრაწული პროდუქტები - რა რისკს შეიძლება, შეიცავდეს ზედმეტად დაბრაწული, თითქმის, დამწვარი პურისა და სხვა პროდუქტების სისტემატური გამოყენება - შეიძლება, რისკის შემცველი აღმოჩნდეს.
ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს, რა რისკს შეიძლება, შეიცავდეს ზედმეტად დაბრაწული, თითქმის, დამწვარი პურისა და სხვა პროდუქტების სისტემატური გამოყენება:
„დაბრაწული პურის ზედაპირზე ხშირად წარმოიქმნება აკრილამიდი — ქიმიური ნაერთი, რომელიც მაღალი ტემპერატურით დამუშავებულ პროდუქტებში ჩნდება და შესაძლოა, კიბოს განვითარების რისკს უკავშირდებოდეს. ერთი ან შემთხვევით შეჭმული ძლიერ დაბრაწული ნაჭერი ჯანმრთელობაზე არ მოქმედებს, თუმცა თუ მუდმივად მიირთმევთ ძლიერ შემწვარ ან თითქმის დამწვარ საკვებს, ეს შეიძლება არასასურველი იყოს.
გემოვნების მხრივ შეიძლება ძალიან დაბრაწული ტექსტურა მოგწონდეთ, მაგრამ სასურველია, ასეთი პროდუქტი ყოველდღიურ რაციონში არ იყოს. ტოსტების ან სხვა პურის შებრაწვას სჯობს ზომიერება — იშვიათად გააკეთოთ და არა ყოველდღიურად, რადგან აკრილამიდის დიდ რაოდენობამდე დაგროვებამ შესაძლოა რისკი გააჩინოს.
ისევე, როგორც მაშინ, როდესაც კარაქის ნაჭერს დავაგდებთ გახურებულ ტაფაზე და კვამლი წარმოიქმნება. თეთრი კვამლი ყველას შეგვინიშნავს, უსიამოვნო სუნით რომ გამოირჩევა. ეს აკროლეინია. კანცეროგენური ნივთიერებაა და სწორედ ამიტომ, უმჯობესია, კვერცხი შევწვათ კარაქში და არა რომელიმე სხვა პროდუქტი, რომლის მოხმარების ტრადიცია, სხვათა შორის, ჩვენს საზოგადოებაში ათწლეულების განმავლობაში იყო. წლების განმავლობაში, ჩვენ კარტოფილსაც კი კარაქში ვწვავდით ხოლმე. ამ გამოცდილებას ძალიან ბევრი ოჯახი გაიხსენებს. ხოლო დღევანდელი მონაცემებით დადასტურებულია, უმჯობესია, ასეთი ტიპის ნივთიერებების თავიდან ასაცილებლად, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ის ცოდნა, რომელიც თანამედროვე მედიცინას აქვს და შეძლებისდაგვარად, თავიდან ავიცილოთ ამ ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებული რისკები. უნდა მივირთვათ სასარგებლო საკვები, რომელიც გემრიელია. მაგრამ, ამავე დროს გვახსოვდეს რისკები იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა.“
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Android: https://play.google.com/store/apps/details…
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
#შენიექიმი #sheniekimi #
გიორგიფხაკაძე #ჯანმრთელობა #აქხარისხია #drpkhakadze https://sheniekimi.ge/?p=63578
Comments
Post a Comment