რატომ გამოცხადდა ათენში 24-საათიანი გაფიცვა - საბერძნეთის დედაქალაქი თითქმის პარალიზებულია, გაეცანით დეტალებს👇

რატომ გამოცხადდა ათენში 24-საათიანი გაფიცვა - საბერძნეთის დედაქალაქი თითქმის პარალიზებულია, გაეცანით დეტალებს👇
"არ ვივიწყებთ" - ამ სახელწოდებით დღეს 28 თებერვალს, მთელს საბერძნეთში უპრეცედენტო 24 საათიანი გაფიცვა გამოცხადდა.

დედაქალაქში მოძრაობენ მხოლოდ სამგზავრო ავტობუსები და ისიც შეზღუდული საათებით.


გაჩერებულია ყველა დანარჩენი საზოგადოებრივი ტრანსპორტი.


24 საათიანი გაფიცვის ფარგლებში შეჩერებულია ყველა სარკინიგზო ხაზები, საჰაერო და სანავიგაციო ტრანსპორტი (ფრენები, გემით მგზავრობა).

48 საათიან გაჩერებას აცხადებენ ასევე ტაქსის მძღოლებიც.


და რას არ ივიწყებენ ბერძნები?


ეს მართლაც "დაწყევლილი სამკუთხედი" -ს იგივე "ტემბი"-ს სარკინიგზო მაგისტრალზე განვითარებული ტრაგედიების ისტორიებს უკავშირდება. ბოლო 24 წლის მანძილზე, ამ ადგილას დატრიალებული ყველაზე საშინელი ავტოკატასტროფების შემთხვევებია, რაც კი საბერძნეთში მომხდარა.


ყველაზე უახლესი და შემზარავი მაინც შარშანდელი მარტში მომხდარი ტემბის სარკინიგზო მაგისტრალზე დატრიალებული ტრაგედია იყო.

რკინიგზის ერთერთი თანამშრომლის დაუდევრობისა და ტექნიკური (დაძველებული მოწყობილობების) გაუმართაობის გამო თესალონიკისკენ მიმავალი სტუდენტებით სავსე (არდადეგებზე შინისკენ მიმავალი) სამგზავრო მატარებელი დიდი სისწრაფით შეეჯახა სატვირთო კომერციულ მატარებელს. არ იქნა დროულად შეცვლილი რელსების მიმართულება, რის გამოც ზემოთ ხსენებული მატარებლები პირისპირ, ერთი და იმავე რელსზე აღმოჩნდნენ.


ტრაგედიის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა და აქედან ძირითადად სტუდენტები იყვნენ, 70 მძიმედ დაშავდა.


ყველაზე სულის შემძვრელი კი ის ფაქტი იყო რომ ეს შემთხვევა გამთენიისას ხდება, მაშინ როდესაც მატარებლის ვაგონებში ასობით მძინარე მგზავრი მშვიდად ელოდა თავის სადგურს. ასობით მესიჯი, მშობლებთან გაგზავნილი "დედა, დაიძინე, მე მალე შინ ვიქნები" ქვეყნდებოდა სოციალურ სივრცესა და საინფორმაციო მაუწყებლობებში.

უფრო მოგვიანებით 2003 წლის აპრილში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 21 სტუდენტი დაიღუპა, რომლების ათენიდან მაკროხორი იმათიაში, სასკოლო მოგზაურობიდან ბრუნდებოდნენ.


ადგილზევე დაიღუპა 21 სტუდენტი და მხოლოდ 9 გადარჩა, მძიმე დაშავებებით.


1999 წლის ოქტომბერს საფეხბურთო კლუბი "პაოკის" გულშემატკივრებით სავსე (77 მგზავრი) ავტობუსი სატვირთო მანქანას შეეჯახა და ადგილზე 6 ახალგაზრდა (25 - 17 წლის) შეეწირა.


ბერძნებს მსგავსი ტრაგედიებისა და შემთხვევების საოცრად მძაფრი მეხსიერება აქვთ და ასევე მძაფრი ემოციებით გამოთქვამენ ამ ფაქტების ხსოვნას.


დღევანდელი მაშტაბური გაფიცვაც ტემბში დატრიალებული ტრაგედიების ხსოვნას ეძღვნება რომელიც თავისთავად მოიცავს უამრავ სოციალურ, სახელმწფო და საზოგადოებრივ პრობლემებისადმი პროტესტს.

წყარო: ქართულ-ბერძნული, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი “პეგასი-მერანი”

#პეგასიმერანი


#drpkhakadze


#gochadze


#sheniemigranti

 
https://sheniemigranti.ge/gapicva-atenshi/

Comments

Popular posts from this blog

როგორ დავაწყოთ სწორად დანა-ჩანგალი მაგიდაზე

6 პროდუქტი, რომლითაც თქვენს საგაზაფხულო რაციონს გაამდიდრებთ

რა მნიშვნელობა აქვს ჭამის სიჩქარეს თქვენი ჯანმრთელობისთვის