"ჯანსაღი კვების შესახებ თვითგანსწავლა წონის კლების პროცესში დავიწყე" -ექსკლუზიური ინტერვიუ KeliStones-თან


sheniinterieri.ge გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს მარი დუასთან, რომელსაც მომხმარებელი KeliStones-ის სახელით იცნობს… Keli საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში 2018 წელს წავიდა და ულამაზეს სამკაულებს ქმნის ბუნებრივი ქვებისა და მინერალებისგან… Keli კულინარიითაც არია დაინტერესებული და ინტერვიუში ის ამ საკითხზეც საუბრობს...

ამონარიდი ინტერვიუდან:

– კულინარია თქვენთვის ჰობია – არაერთი ვიდეო მინახავს თქვენი და ჯანსაღად იკვებებით… ჩვენი ერთ-ერთი პლატფორმის – shenisupra.ge მიზანიც სწორედ ჯანსაღი კვების პროპაგანდაა. გვიამბეთ, რა როლს თამაშობს თქვენს ცხოვრებაში სწორი კვება და რას ურჩევთ სხვებს ამ კუთხით?

✨️ – ბოლო რამდენიმე წელია, კულინარიამ ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი დაიკავა. სანამ ამერიკაში ჩამოვიდოდი, მაქსიმუმ 2 კერძის მომზადება შემეძლო, დღეს კი უკვე იმდენად მიყვარს მზარეულობა, რომ ექსპერიმენტებსაც აღარ ვერიდები…

ჯანსაღი კვების შესახებ თვითგანსწავლა განსაკუთრებით აქტიურად წონის კლების პროცესში დავიწყე, რასაც დაახლოებით 2 წელი დასჭირდა. შეუძლებელია წონის გაკონტროლება, თუ ადამიანს კვების შესახებ სწორი ინფორმაცია არ აქვს. და სწორედ ესაა ჩემი რჩევა, აუცილებელია პროდუქტებში, მათ შემადგენლობაში და მათ ჩვენს ორგანიზმზე გავლენაში გარკვევა.



ინტერვიუ სრულად წაიკითხეთ აქ
https://shenisupra.ge/kelistones/

Comments

Popular posts from this blog

როგორ დავაწყოთ სწორად დანა-ჩანგალი მაგიდაზე

6 პროდუქტი, რომლითაც თქვენს საგაზაფხულო რაციონს გაამდიდრებთ

რა მნიშვნელობა აქვს ჭამის სიჩქარეს თქვენი ჯანმრთელობისთვის