"აშშ-ში გადმოსვლა და აქაურობასთან შეგუება ძალიან სტრესული პერიოდი იყო..." - ექსკლუზიური ინტერვიუ KeliStones-თან


sheniinterieri.ge გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს მარი დუასთან, რომელსაც მომხმარებელი KeliStones-ის სახელით იცნობს… Keli საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში 2018 წელს წავიდა და ულამაზეს სამკაულებს ქმნის ბუნებრივი ქვებისა და მინერალებისგან…

საინტერესოა მისი, როგორც ემიგრანტისა და ხელოვანის ისტორია – ერთმა უცნაურმა შეხვედრამ მისი ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა…

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

✨️ – მახსოვს თქვენი შთამბეჭდავი ისტორია, თუ რამ გადაგაწყვეტინათ, დაგეწყოთ სამკაულების დიზაინის სფეროში საქმიანობა… ქალბატონის ჟესტმა, რომელმაც თქვენი ყელსაბამი მოიწონა და მიგითითათ, რომ ამ საქმეს გაჰყოლოდით – ურჩიეთ დამწყებ დიზაინერებს… როგორ შეძლონ და საიდან დაიწყონ საკუთარი საყვარელი საქმის პროფესიად ქცევა?

✨️ – ამ ქალბატონთან შეხვედრა ძალიან საინტერესო და უნიკალური გამოცდილება იყო, რადგანაც ამერიკაში ჩამოსვლამდე უკვე წლების განმავლობაში ვმუშაობდი სამკაულის დიზაინზე. ამერიკაში გადმოსვლის პროცესი და აქაურობასთან შეგუება ძალიან სტრესული პერიოდი იყო.

საკუთარ ბიზნესზე და საყვარელ საქმეზე ფიქრის დროც კი არ მრჩებოდა, უბრალოდ, ვცდილობდი მემუშავა და აქაურ სისტემაში ჩავმჯდარიყავი. მალევე მივხვდი, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში “გავიჭედე”…  ზუსტად ამ მომენტში გამოჩნდა ეს ქალბატონი და ასეთი პოზიტიური, გამომაფხიზლებელი მუხტი შემოიტანა ჩემს ყოველდღიურობაში – გამახსენა, თუ რა იყო ჩემი აშშ-ში ჩამოსვლის მიზეზი. ალბათ, თვითონაც ვერ ხვდება, თუ რამხელა სიკეთე გამიზიარა თავისი საქციელით, რისიც ცხოვრების ბოლომდე მადლიერი ვიქნები!
https://sheniemigranti.ge/kelistones/

Comments

Popular posts from this blog

როგორ დავაწყოთ სწორად დანა-ჩანგალი მაგიდაზე

6 პროდუქტი, რომლითაც თქვენს საგაზაფხულო რაციონს გაამდიდრებთ

რა მნიშვნელობა აქვს ჭამის სიჩქარეს თქვენი ჯანმრთელობისთვის