21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე - როდესაც ვესაუბრებით დაუნის სინდრომის მქონე ადამიანს, ან მის ახლობელს, მოვიხსენიოთ იგი სახელით და არა დაუნის სინდრომის მქონე პირად

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე - როდესაც ვესაუბრებით დაუნის სინდრომის მქონე ადამიანს, ან მის ახლობელს, მოვიხსენიოთ იგი სახელით და არა დაუნის სინდრომის მქონე პირად
21 მარტს ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით ერთიანდება. ამ კამპანიას თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროს გიორგი არეშიძესთან და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად შეუერთდა.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ახალი ადმინისტრაციის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების ბაგა-ბაღებში მიღების შესაძლებლობაა, რომლებიც გასულ წლებში ვერ რეგისტრირდებოდნენ საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში, თუ მათი ასაკი აღემატებოდა 6 წელს. 2014 წლის სექტემბრიდან მშობლის სურვილისა და ექიმის დასკვნა/რეკომენდაციის საფუძელზე უკვე შესაძლებელია საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში 6-დან 7 წლამდე ასაკის გსმ (განსაკუთრებული საჭიროების მქონე) ბავშვები ჩაერთონ სააღმზრდელო პროცესში.

ახალი ბაგა-ბაღების მშენებლობის დაგეგმვისას, საპროექტო დოკუმენტაციაში გათვალისწინებულია ინკლუზიური გარემოს შექმნა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 300-მდე გსმ აღსაზრდელია რეგისტრირებული, მათგან დაუნის სინდრომის მქონე 17 ბავშვია.

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. 21 მარტი, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში 600-800 ახალშობილიდან, ერთი დაუნის სინდრომით იბადება. ამ დაავადების მქონე ბავშვი, შესაძლებელია ნებისმიერ ადამიანს გაუჩნდეს. ის არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები. სინდრომი გოგონებსა და ბიჭებში, ერთნაირი სიხშირით ვლინდება.


დაუნის სინდრომი არის ადამიანის გენეტიკური მდგომარეობა, როდესაც ყველა უჯრედში 46 ქრომოსომის ნაცვლად, 47 ქრომოსომაა. ეს მისი ბუნებრივი მდგომარეობაა, აქედან გამომდინარე, დაუნის სინდრომი დაავადება არ არის. 2006 წლის 21 მარტს, პირველად აღინიშნა დაუნის სინდრომის მქონე პირთა საერთაშორისო დღე.


დღე და თვე შემთხვევით არ აურჩევიათ, 21-ე ქრომოსომას აღნიშნავს თარიღი, ხოლო მარტი, როგორც წელიწადის მესამე თვე ტრისომიულ მოვლენას. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება, მათ რიცხვშია საქართელოც.


21 მარტს ეს დღე საქართველოშიც აღნიშნება, ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.


დაუნის საერთაშორის დღის მიზანია, საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია დაავადების შესახებ, მოხდეს დაავადებულთა უფლებების დაცვა და მათი მონაწილეობა აქტიურ ცხოვრებაში.


მნიშვნელოვანია, როდესაც ვესაუბრებით დაუნის სინდრომის მქონე ადამიანს, ან მის ახლობელს, მოვიხსენიოთ იგი სახელით და არა დაუნის სინდრომის მქონე პირად.


• საუბრისას წინა პლანზე გამოიყვანეთ პიროვნება, ადამიანი და ამის შემდეგ მისი გენეტიკური მდგომარეობა.


• დაუშვებელია შემდეგი მიმართვის ფორმის გამოყენება საუბრისას:


დაუნის სინდრომით დაავადებული, დაუნიზმით დაავადებული, დაუნი, სწორი ფორმაა: დაუნის სინდრომის მქონე ადამიანი/პირი.

#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi
https://shenipulsi.ge/2024/03/21/21-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a2%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b/

Comments