5 იდეა, თუ როგორ გავალამაზოთ ჩვენი ინტერიერი ანტრესოლით

5 იდეა, თუ როგორ გავალამაზოთ ჩვენი ინტერიერი ანტრესოლით

  ზოგჯერ ფართის დაზოგვის საშუალება, ზოგისთვის კი რომანტიკა და ორიგინალურობა. დღეს, ანტრესოლი, იგივე მეზანინი პოპულარულია.  სართულს შორის მოქცეული სართული მაღალჭერიანი სახლის სივრცის სრულად ათვისების შესაძლებლობაა. ძირითადად, ანტრესოლზე საძინებელი საწოლი თავსდება. და ის ვიზუალურად ბევრად უფრო მიმზიდველია, ვიდრე ორსართულიანი საძინებელი.







წარმოიდგინეთ, ძილი იარუსზე, საძინებელი ჰაერში – ეს უცნაურ, სასიამოვნო შეგრძნებებს უნდა აღძრავდეს. თუმცა საძინებელი მეზანინის მთავარი დანიშნულება და ხიბლი როდია. გთავაზობთ ანტრესოლის რამდენიმე იდეას, დავიწყოთ კიბით: საფეხურები, როგორც თაროები. ანტრესოლი, იატაკიდან მინიმუმ 1.5 მეტრ სიმაღლეზე კეთდება. ეს კი საკმაოდ დიდი ადგილია იმისთვის, რომ ანტრესოლამდე მისასვლელი გზა ეფექტიანად გამოიყენოთ.  გააკეთეთ თაროები ან უჯრები საფეხურებზე.







ანტრესოლის შიდა სივრცე ანტრესოლის ქვემოთ შეგიძლიათ მოსასვენებელი ან სამუშაო სივრცე მოაწყოთ. დადგათ ტელევიზორი ან სამუშაო მაგიდა.







ან სულაც სამზარეულო მოაწყოთ.  ანტრესოლის ზედა სივრცე







ხშირად, ანტრესოლი საძინებლისთვისაა განკუთვნილი. ამ შემთხვევაში, ჭერამდე მანძილი 1.2 მეტრი მაინც უნდა იყოს.







თუ ოთახის სიმაღლე მეტ შესაძლებლობებს გაძლევთ აქ შეგიძლიათ მოაწყოთ: ბიბლიოთეკა






#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri

წყარო:https
https://sheniinterieri.ge/5-%e1%83%98%e1%83%93%e1%83%94%e1%83%90-%e1%83%97%e1%83%a3-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%95%e1%83%90%e1%83%99%e1%83%94%e1%83%97%e1%83%9d%e1%83%97-%e1%83%90/

Comments

Popular posts from this blog

როგორ დავაწყოთ სწორად დანა-ჩანგალი მაგიდაზე

6 პროდუქტი, რომლითაც თქვენს საგაზაფხულო რაციონს გაამდიდრებთ

რა მნიშვნელობა აქვს ჭამის სიჩქარეს თქვენი ჯანმრთელობისთვის