მსოფლიოს 8 ულამაზესი, დაკარგული ქალაქი

მსოფლიოს 8 ულამაზესი, დაკარგული ქალაქი
მოცემულ სტატიაში წარმოგიდგენთ 8 დაკარგულ ქალაქს, თავისი ისტორიით და სილამაზით:


1. მაჩუ პიქჩუ, პერუ


ინკების ეს საკულტო ციტადელი ანდების მთებში ხელახლა აღმოაჩინა ჰირამ ბინგჰემმა 1911 წელს და ითვლება, რომ იგი აშენდა მე-15-ე საუკუნეში.


2. პეტრა, იორდანია


ქალაქი პეტრა, იგივე "ვარდების ქალაქი" - უძველესი ქალაქი, რომელიც ნაბატეელებმა ქვიშაქვის კლდეში ამოკვეთეს, თარიღდება  ძვ. წ.  300 წლით.


3. პომპეი, იტალია


ეს რომაული ქალაქი ახ.წ. 79 წელს ვეზუვისა მოფრქვევის შედეგად დამარხული იყო ფერფლისა და პემზის ქვეშ. პომპეი ხელახლა აღმოაჩინეს მე-16 საუკუნეში.


4. სიუდად პერდიდა, კოლუმბია


სიუდად პერდიდა, ცნობილი როგორც"ტაირონის დაკარგული ქალაქი", ძირძველიქალაქია, რომელიც მდებარეობს კოლუმბიისსიერა ნევადა-დე-სანტა მარტას მთებში.


5. ანგკორ-ვატი, კამბოჯა


ანგკორ-ვატი მსოფლიოში ყველაზე დიდი რელიგიური ძეგლია. იგი აშენდა ქმერების იმპერიის მიერ, რომელიც ეძღვნებოდა ინდუოსტური სამების მფარველ ღვთაებას - ვიშნუს.


6. მეროე, სუდანი


მეროე ძველი კუშიტების სამეფოს დედაქალაქი იყო. უძველესი ნაქალაქარი, რომელიც დაარსდა ახლანდელ სუდანში დაახლოებით ძვ. წ. 800 წლიდან 350 წლამდე.


7. კილვა-კისივანი, ტანზანია


კილვა-კისივანი არის ტანზანიის სანაპიროზე მდებარე პატარა კუნძული, რომელიც ერთ დროს, მთავარი სავაჭრო ცენტრი იყო აღმოსავლეთ აფრიკაში. აღნიშნული ქალაქი არაბებმა IX საუკუნეში აღმოაჩინეს.


8. დიდი ზიმბაბვე, ზიმბაბვე


დიდი ზიმბაბვე იყო ზიმბაბვეს სამეფოს დედაქალაქი, რომელიც აშენდა სამხრეთ აფრიკაში დაახლოებით ახ.წ. 1200 წლიდან1450 წლამდე. ქალაქი ქვისგან იყო აშენებული.

#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri

წყარო:https://m.economictimes.com

 

 
https://sheniinterieri.ge/%e1%83%9b%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a1-8-%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%96%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%99%e1%83%90/

Comments

Popular posts from this blog

როგორ დავაწყოთ სწორად დანა-ჩანგალი მაგიდაზე

6 პროდუქტი, რომლითაც თქვენს საგაზაფხულო რაციონს გაამდიდრებთ

რა მნიშვნელობა აქვს ჭამის სიჩქარეს თქვენი ჯანმრთელობისთვის