"საპატრიარქომ მიიღო პაციენტზე ორიენტირებული გადაწყვეტილება, ეს დასაფასებელია" - ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე


"საპატრიარქოს წმინდა იოაკიმეს და წმინდა ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი" საერთაშორისო ჯანდაცვის აკრედიტაციისთვის პროცესს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტის, პროფესიორ გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით გადის.

2024 წლის 30 მარტს საპატრიარქოს უნივერსიტეტში აღნიშნული სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებთან "აკრედიტაცია კანადას" ტრენინგ-სემინარი გაიმართა, რომელსაც თავად გიორგი ფხაკაძე და "აკრედიტაცია კანადას" ექსპერტი, ალესანდრო ბურიანი უძღვებოდნენ.

ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ საერთაშორისო ჯანდაცვის აკრედიტაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

"საქართველოში სამედიცინო აკრედიტაციის პროცესი აქტიურ ფაზაში გადავიდა და საპატრიარქოს საავადმყოფო გადის ამ პროცესს "აკრედიტაცია კანადასთან" ერთად. ეს არის სამედიცინო დაწესებულებების მსოფლიოში უძლიერესი მააკრედიტირებელი ორგანო. 

საპატრიარქოს საავადმყოფოს ეს გადაწყეტილება განპირობებულია იმით, რომ ამ საავადმყოფოსთვის პრიორიტეტია პაციენტის უფლებები, პაციენტზე ორიენტირებულობა და რაც მთავარია, უმაღლესი ხარისხი. ხარისხში იგულისხმება ინფრასტრუქტურა, კლინიკური მაჩვენებლები და პაციენტზე ორიენტირებული ჯანდაცვა.

რამდენიმე თვეა, საპატრიარქოს კლინიკაში ვმუშაობთ და უკვე დავინახეთ საკმაოდ კარგი შედეგი - სამედიცინო პერსონალის ჩართულობა, ცვლილებები კლინიკურ მიმართულებაში და გარკვეული ცვლილებები ინფრასტრუქტურაშიც კი... 

ჩვენ ვეხმარებით კლინიკებს, გაიარონ აკრედიტაცია, რაც ძალიან რთული პროცესია. სხვათაშორის, ჩრდილოეთ იტალიაში 100-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულება ახლა გადის "აკრედიტაცია კანადას" აკრედიტაციას და შესაბამისად, გვაქვს გამოცდილება, თუ როგორ შეიძლება, ევროპის მასშტაბით აკრედიტაციის ჩატარება, რასაც თავისი სპეციფიკური მახასიათებლები აქვს. 

საქართველოში კი 20-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულება გადის აკრედიტაციას ჩვენთან - "აკრედიტაცია კანადასთან" ერთად, თბილისში, ბათუმში და ქუთაისში.

მინდა, ხაზი გავუსვა სამედიცინო პერსონალის, მენეჯმენტის და მფლობელების საკმაოდ დიდ მზაობას, რადგან ჩვენთან - "აკრედიტაცია კანადასთან" თანამშრომლობა არის მკაფიო გზავნილი საზოგადოებისთვის. 

საპატრიარქოს საავადმყოფოებმა, თბილისშიც და ქუთაისშიც, მიიღეს გადაწყვეტილება, ეს პროცესი გაევლოთ მსოფლიოში ურთულეს მააკრედიტირებელ ორგანოსთან, რომელიც ძალიან მოთხოვნადია, თუმცა თუ სამედიცინო დაწესებულება გაივლის "აკრედიტაცია კანადას" აკრედიტაციას, ესე იგი, ეს საავადმყოფო არის საუკეთესო, უსაფრთხო და რაც მთავარია, პაციენტზე ორიენტირებული. 

საპატრიარქოს ეს ხედვა ძალიან დასაფასებელია, რადგან ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ საპატრიარქომ მიიღო პაციენტზე ორიენტირებული გადაწყვეტილება"- განაცხდა გიორგი ფხაკაძემ.

შეგახსენებთ, რომ "აკრედიტაცია კანადა", რომლის წარმომადგენელი პროფესორი გიორგი ფხაკაძეა, საქართველოს 20-ზე მეტი კლინიკის აკრედიტაციის პროცესშია ჩართული.

ამჟამად "აკრედიტაცია კანადას" წარმომადგენლობა, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, საქართველოშია და კლინიკებთან შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში მართავს.

 
https://shenipulsi.ge/2024/03/31/giorgi-pkhakadze-sapatriarqos-saavadmyopo/

Comments

Popular posts from this blog

როგორ დავაწყოთ სწორად დანა-ჩანგალი მაგიდაზე

6 პროდუქტი, რომლითაც თქვენს საგაზაფხულო რაციონს გაამდიდრებთ

რა მნიშვნელობა აქვს ჭამის სიჩქარეს თქვენი ჯანმრთელობისთვის