"მთავარია, გავამართლოთ პატრიარქის კურთხევა - "აკრედიტაცია კანადასთან" თანამშრომლობა ამის პერსპექტივას გვაძლევს" - საპატრიარქოს საავადმყოფოს დირექტორი ვეფხვია ოდიშარია


"აკრედიტაცია კანადასთან" თანამშრომლობა გვაძლევს იმის პერსპექტივას, რომ მსოფლიო დონის კლინიკებს შორის ვიყოთ და მთავარი - გავამართლოთ ჩვენი დამფუძნებლის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II -ის ნდობა, იყოს ჩვენი კლინიკა პაციენტზე და ხარისხზე ორიენტირებული" - განაცხადა "საპატრიარქოს წმინდა იოაკიმეს და წმინდა ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის" დირექტორმა ვეფხვია ოდიშარიამ 30 მარტს "აკრედიტაცია კანადას" წარმომადგენლებთან ნაყოფიერი შეხვედრის შემდეგ.

"საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმეს და წმინდა ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი" საერთაშორისო ჯანდაცვის აკრედიტაციის პროცესს, ჯანდაცვის მსოფლიო ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის, ხელმძღვანელობით გადის.

2024 წლის 30 მარტს "აკრედიტაცია კანადას" წარმომადგენლობის ოფიციალური შეხვედრა გაიმართა აღნიშნული სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებთან.

"აკრედიტაცია კანადა", რომლის წარმომადგენელი საქართველოში ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძეა, საქართველოს 20-ზე მეტი კლინიკის აკრედიტაციის პროცესშია ჩართული.

ამჟამად "აკრედიტაცია კანადას" წარმომადგენლობა, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, საქართველოშია და კლინიკებთან შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში მართავს.
https://shenipulsi.ge/2024/03/31/vepkhvia-odisharia/

Comments

Popular posts from this blog

როგორ დავაწყოთ სწორად დანა-ჩანგალი მაგიდაზე

6 პროდუქტი, რომლითაც თქვენს საგაზაფხულო რაციონს გაამდიდრებთ

რა მნიშვნელობა აქვს ჭამის სიჩქარეს თქვენი ჯანმრთელობისთვის