როგორ დავაწყოთ სწორად დანა-ჩანგალი მაგიდაზე

როგორ დავაწყოთ სწორად დანა-ჩანგალი მაგიდაზე

დანა-ჩანგლის ევროპულად გაწყობა ჩანგლების მარცხნივ, ხოლო დანებისა და კოვზების მარჯვნივ გაწყობას გულისხმობს, მათი გამოყენების რიგითობის მიხედვით. ერთნაირი, პრიალა დანა-ჩანგალი თეფშის ორივე მხარეს ეწყობა, თავდაპირველად გამოსაყენებელი დანა-ჩანგალი - კიდეში.




ჩანგლები ცივი და ძირითადი კერძისთვის თეფშის მარცხნივ იდება, ხოლო მარჯვენა მხარეს - დანა ცივი კერძისათვის, კოვზი წვნიანისთვის და დანა ძირითადი კერძისთვის.




თევზი თუ გაქვთ მენიუში, ჩვეულებრივი დანა-ჩანგლის მაგიერ მაგიდაზე თევზის სპეციალური დანა-ჩანგალი უნდა გააწყოთ, რომლითაც თევზის ფხებისგან გამორჩევა უფრო იოლია.




წვნიანის კოვზი მარჯვნივ იდება დანებს შორის.




ყავის/ჩაის კოვზი თეფშის ზემოთ უნდა განთავსდეს და მიმართული იყოს მარჯვნივ.




აქვე უნდა იყოს დესერტის ჩანგალი, მხოლოდ საპირისპირო მიმართულებით. უნაკლო თანმიმდევრობა და სიმეტრია გადამწყვეტია უნაკლო სუფრისათვის.




ბოლოს კი, დანა-ჩანგალი მაგიდის კიდიდან 1 სმ-ზე უნდა განლაგდეს. ვიწრო მაგიდის შემთხვევაში, დესერტის ჩანგალი და ყავის/ჩაის კოვზი შეგიძლიათ საერთოდ არ დადოთ და ისინი დესერტთან ერთად მიიტანოთ მაგიდაზე.




წყარო




 

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra
https://shenisupra.ge/dana-changlis-sworad-dawyoba/

Comments

Popular posts from this blog

6 პროდუქტი, რომლითაც თქვენს საგაზაფხულო რაციონს გაამდიდრებთ

რა მნიშვნელობა აქვს ჭამის სიჩქარეს თქვენი ჯანმრთელობისთვის