მოამზადეთ განსხვავებული კერძი - ბადრიჯანი ყველით

მოამზადეთ განსხვავებული კერძი - ბადრიჯანი ყველით

ინგრედიენტები:



3 ც ბადრიჯანი


350 გრ ყველი


5 ც კვერცხი


1 კონა ოხრახუში


250 გრ საფანელი


1.5 ჭიქა ზეთი


მარილი-გემოვნებით

მომზადების მეთოდი:




ბადრიჯანს მოვაჭრათ ბოლოები, გავრეცხოთ, დავჭრათ გრძლად, მოვაყაროთ მარილი და გავაჩეროთ ნახევარი საათი. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, ჩავაწყოთ გაწურული ბადრიჯნები




და შევაწვათ ორივე მხრიდან. ცალკე ჯამში გავხეხოთ ყველი, ჩავახალოთ 1 კვერცხი.




მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და ავურიოთ. გაციებულ ბადრიჯანს დავადოთ ყველის




გულსართი, დავაფაროთ ზემოდან მეორე ნაჭერი, ხელით ოდნავ დავაწვეთ, რომ ერთმანეთს მიეკრას. ამოვავლოთ ყველიანი ბადრიჯნები 2 ც ათქვეფილ კვერცხში, საფანელში და შევწვათ ზეთში ორივე მხრიდან.




გემრიელად მიირთვით!




 

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra
https://shenisupra.ge/badrijani-yvelit/

Comments