
იტალიაში მდებარე ბურანო ცნობილია მაქმანის წარმოებით და ფერადად შეღებილი სახლებით. ეს შთამბეჭდავი პატარა კუნძული მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს და ყველაზე ფერად ადგილად ითვლება. ბურანო მშვიდი სოფელია 2000-მდე მაცხოვრებლით.

ბურანოს მაქმანმა შუა საუკუნეებში დიდი პოპულარობა მოიხვეჭა და სიმდიდრის სიმბოლო გახდა. აქ მაქმანის მუზეუმსაც (Museo del Merletto) დაათვალიერებთ. იცოდეთ, რომ ნებისმიერი მაქმანი, რომელიც 50$-ზე იაფი ღირს, იმიტომ რომ ის რეალური არაა. ნამდვილ ბურანოს მაქმანებს თითოს კვირეების მანძილზე ამზადებენ და შესაძლოა მაგიდის გადასაფარებლის დამზადებამ მთელი წელიც კი წაიღოს.

ბურანოში მდებარეობს საათის კოშკი და მე-17 საუკუნის სან მარტინოს ეკლესია. აქ ასევე ბევრი მაღაზია და კაფე-რესტორანია სადაც ზღვის პროდუქტების კერძებს დააგემოვნებთ.

წყარო
#drpkhakadze #gochadze #sheniemigranti
https://sheniemigranti.ge/kundzuli-burano/
Comments
Post a Comment