
დღეს ველური ნივრის იგივე ღანძილის კრემ-სუპის მომზადებას გასწავლით. ახალი ღანძილი სწორედ რომ შესაფერისია.
ინგრედიენტები:
2-3 კარტოფილი
1 ხახვი
2 ს/კ ზეითუნის ზეთი
1,3 ლ წყალი ან ბულიონი
150-200 გ ღანძილი და ისპანახი
მარილი და დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
მომზადების მეთოდი:
ნაბიჯი 1
ხახვი და კარტოფილი გაასუფთავეთ, დაჭერით, ზეითუნის ზეთში შეწვით. 1 ლ წყალი ან ბულიონი დაუმატეთ. შემდეგ კარტოფილი დაუმატეთ და 15 წუთით თავდახურული ხარშეთ.
ნაბიჯი 2
მწვანილები და 300 მლ წყალი ცალკე 5 წუთით მოხარშეთ. შემდეგ ბოსტნეულის ნარევს დაუმატეთ. რამდენიმე წუთით ერთად ხარშეთ. შემდეგ კარგად დააბლენდერეთ. მზადაა!
გემრიელად მიირთვით!
#drpkhakadze #gochadze #shenisupra
https://shenisupra.ge/%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%96%e1%83%90%e1%83%93%e1%83%94%e1%83%97-%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%97-%e1%83%a1%e1%83%90/
Comments
Post a Comment