
სამკურნალო წყალი "ლუგელა" — უნიკალურია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ეს კალციუმის ქლორიდის 9,5%-იანი მინერალური წყალია, გამჭვირვალე, უსუნო, ოდნავ მომწარო გემოთი, რომელიც მაქსიმალურად დაბალ ტემპერატურაზეც არ იყინება.
"ლუგელას" წყაროები მდებარეობს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ხობისწყლის ხეობაში, სოფელ მუხურიდან 4 კმ-ის დაშორებით, ზღვის დონიდან 290 მ სიმაღლეზე. წყალი გამოიყენება ძვლოვანი სისტემის და სახსრების დაავადებების, ალერგიის, ნეფრიტების, სტომატიტების, სისხლდენების და სხვა დაავადებების სამკურნალოდ.
სააფთიაქო ქსელისთვის "ლუგელას" ჩამოსხმა 1946 წელს დაიწყო. მისგან ამზადებენ კბილის პასტა "ლუგელას", იყენებენ კოსმეტოლოგიაშიც.
წყარო:
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba
https://shenidasveneba.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%9d-%e1%83%ac%e1%83%a7%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%92%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%90/
Comments
Post a Comment