პნევმონია ანუ ფილტვების ანთება ეს არის ფილტვის ალვეოლების და ქვედა სასუნთქი გზების ანთება, რომლის გამომწვევია: ვირუსი, ბაქტერია ან სოკო

პნევმონია ანუ ფილტვების ანთება ეს არის ფილტვის ალვეოლების და ქვედა სასუნთქი გზების ანთება, რომლის გამომწვევია: ვირუსი, ბაქტერია ან სოკო.
დაავადების მიმდინარეობა დამოკიდებულია გამომწვევის ტიპზე. გადაცემის ძირითადი გზა ჰაერ-წვეთოვანია.
პნევმონიისთვის დამახასიათებელი ძირითადი სიმპტომებია:
მშრალი, შემაწუხებელი ხველა, რომელიც გრძლედება ნახველიანი ხველით (მომწვანო, მოყვითალო ან იშვიათად, სისხლიანი ნახველით)
ცხელება, რომელიც გრძელდება 4-5 დღეზე მეტი
ოფლიანობა, შემცივნება
გახშირებული და ზედაპირული სუნთქვა
ჰაერის უკმარისობა, ქოშინი
ტკივილი გულ-მკერდში, რომელიც ძლიერდება ღრმა ჩასუნთქვის დროს
მადის დაქვეითება
სისუსტე
განსაკუთრებით საყურადღებოა მაღალი რისკ-ჯგუფის მქონე პაციენტები, რომელთაც მიეკუთვნება:
2 წლამდე ასაკის ბავშვები
65 წელს გადაცილებული პირები
ორსულები
იმუნოდეფიციტის მქონე პირები
ასევე, შემდეგი დაავადებების მქონე პირები:
ბრონქული ასთმა
ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ-ი)
შაქრიანი დიაბეტი
გულის უკმარისობა
თირკმლის და ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა
გართულებები, რომლებიც შეიძლება გამოიწვიოს პნევმონიამ:
ფილტვის აბცესი
პლევრიტი
სუნთქვის მწვავე უკმარისობა
ფილტვის შეშუპება
სეფსისი
დიაგნოსტიკა ეფუძნება პაციენტის კლინიკური სურათის შეფასებას, ფილტვების აუსკულტაციას, გულ-მკერდის ღრუს რენტგენოლოგიური კვლევას, სისხლის საერთო ანალიზს, სისხლის ბიოქიმიურ კვლევას და ა.შ.
პნევმონიის სიმპტომების გამოვლენისთანავე, გართულებების თავიდან ასარიდებლად, რეკომენდებულია დროულად მიმართოთ თერაპევტს.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi
https://shenipulsi.ge/2024/03/19/%e1%83%9e%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%95%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a3-%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%a2%e1%83%95%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1/
Comments
Post a Comment