
1. გაისეირნეთ მდინარე სენას სანაპიროზე
ალბათ ბევრ რომანტიკულ ფილმში გინახავთ სენაზე მოსეირნე პერსონაჟები, ჩვენ გაგახსენებთ ფილმს “ამერიკელი პარიზში”. დროა ეს სიამოვნება თავადაც გამოსცადოთ და ამ რომანტიკული ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებას დააკვირდეთ. დრო აქ თითქოს დაპაუზებულია. პარიზში 37 ხიდია, 33 მათგანი ღამით განათებულია და საღამოსაც სასიამოვნოდ გაატარებთ დროს.

2. დატკბით პარიზის 360 გრადუსიანი ხედით
3. შეუერთდით უფასო საფეხმავლო ტურებს
მათ ვისაც ქალაქის ისტორიაში გარკვევა უნდა, კომპანიები: Discover Walks და Strawberry Tours, უფასო საფეხმავლო ტურებს გთავაზობენ. დაათვალიერებთ მონმარტს, სენ ჟერმანს, მარცხენა სანაპიროს, ლათინურ კვარტალს, ეიფელის კოშკს და ტრიუმფალურ თაღს. შეგიძლიათ ტურის ბოლოს ცოტაოდენი ჩაი დაუტოვოთ.

4.დაათვალიერეთ მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმები
საფრანგეთში კულტურა და ხელოვნება ძალიან მნიშვნელოვანია. შედეგად, მთავრობის გადაწყვეტილებით, პარიზის ბევრი მუზეუმი უფასოა. ლუვრი და ორსეს მუზეუმი კი ყოველი თვის პირველ კვირა დღესაა უფასო. ბილეთის გარეშე ნებისმიერ დროს შეხვალთ: პარიზის ისტორიის მუზეუმში – Musée Carnavalet, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში – Musée d’Art Moderne de Paris, სახვითი ხელოვნების მუზეუმში – Musée des Beaux-Arts და ბალზაკის სახლ-მუზეუმში – Maison de Balzac.

5. ესტუმრეთ ისტორიულ კათედრალებს და ეკლესიებს
პარიზში ბევრი საოცარი არქიტექტურის და განსაკუთრებული მნიშვნელობის ეკლესიაა, რომლებშიც უფასოდ შეხვალთ. ძირითადად, ფასიანი მხოლოდ მათ კოშკებზე ასვლაა. ნოტრ-დამის კათედრალი ხანძრის შემდეგ, ჯერ ახლიდან არ გახსნილა, თუმცა იხილავთ სან-შაპელს/Sainte-Chappelle, რომელიც ყოველი თვის პირველ კვირასაა უფასო, საკრე-კერის ბაზილიკას (Sacré-Cœur) მონმარტის უბანში, წმ. სალპიჩის ეკლესიას/L’église Saint-Sulpice de Fougères…

წყარო
#drpkhakadze #gochadze #sheniemigranti
https://sheniemigranti.ge/ufasod-parizshi-risi-gaketeba-shegidzlia/
Comments
Post a Comment