მოამზადეთ მარტივი სალათი გვაკამოული

მოამზადეთ მარტივი სალათი გვაკამოული
გვაკამოულის საოცარი არომატი გაიძულებთ ამ ვეგანური სალათის შეყვარებას. გსურთ ორგანიზმი პროტეინებით გაიმდიდროთ?! შეგიძლიათ, სალათს შემწვარი ქათმის ხორცი ან კრევეტები დაამატოთ, გვერდი კი ტორტილას ხრაშუნა პურით დაუმშვენოთ.

ინგრედიენტები:

• 2 სუფრის კოვზი ავოკადოს ზეთი

• 2 სუფრის კოვზი ლიმნის წვენი

• 1 კბილი გახეხილი ნიორი

• ¼ ჩაის კოვზი მარილი

• ¼ ჩაის კოვზი წიწაკა

• 4 ჭიქა წვრილად დაჭრილი სალათის ფურცლები

• 2 მწიფე, კუბიკებად დაჭრილი ავოკადო

• 4 ნაწილად დაჭრილი პომიდორი


¼ ხახვი (დაჭრილი)

მომზადების დრო : 20 წთ.

მომზადების მეთოდი:

მოზრდილ ჯამში ერთად ათქვიფეთ ზეთი, ლიმნის წვენი, ნიორი, წიწაკა და მარილი. დაამატეთ სალათის ფურცლები, პომიდორი, ავოკადო და ხახვი. ურიეთ ნაზად, რომ ყველა ინგრედიენტი კარგად შეერწყას ერთმანეთს. თქვენი სალათი მზად არის, შეგიძლიათ მიირთვათ ქათმის ხორცთან ან კრევეტებთან ერთად.

კალორიულობა: 245 კალორია.

ცხიმი: 22გრ.

ბოჭკო: 8გრ.

ნახშირწყლები: 13გრ.

ცილა: 3 გრ.

ფოლიუმის მჟავა: 153 მგ.

ქოლესტერინი: 0 გრ.

შაქარი: 3გრ.

C ვიტამინი: 20 მგ.

კალციუმი: 36 მგ.

რკინა: 1მგ.

ნატრიუმი: 185 მგ.

კალიუმი: 720 მგ.

 

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra
https://shenisupra.ge/salati-gvakamouli/

Comments

Popular posts from this blog

როგორ დავაწყოთ სწორად დანა-ჩანგალი მაგიდაზე

6 პროდუქტი, რომლითაც თქვენს საგაზაფხულო რაციონს გაამდიდრებთ

რა მნიშვნელობა აქვს ჭამის სიჩქარეს თქვენი ჯანმრთელობისთვის