პომიდვრის, ავოკადოსა და ყველის სენდვიჩი - თქვენი ლანჩის მარტივი და ჯანსაღი იდეა

პომიდვრის, ავოკადოსა და ყველის სენდვიჩი - თქვენი ლანჩის მარტივი და ჯანსაღი იდეა

პარმეზანის ყველის მცირე ულუფა ამ სენდვიჩს საოცარ გემოს მატებს. ცოცხალი მსხალიც არ გამოგრჩეთ, თუ ხილის გემო გესიამოვნებათ.




ინგრედიენტები:



2 ნაჭერი პური


¼ დასრესილი ავოკადო


3 ნაჭერი პომიდორი


¼ ფინჯანი პარმეზანის ყველი


1 ფინჯანი სალათის ფურცელი ან ისპანახი


2 ჩაის კოვზი ძმარი


1 საშუალო ზომის მწიფე მსხალი

მომზადების დრო: 15 წუთი.




მომზადების მეთოდი:




პურზე მოათავსეთ პომიდორი, ავოკადო და მოაყარეთ ყველი. გახუხეთ ტოსტერში 4-6 წუთით, სანამ ყველი დნობას არ დაიწყებს. გამოიტანეთ გახუხული ტოსტი ტოსტერიდან. ყველს მოაყარეთ სალათის ფურცლები ან ისპანახი. მოაპკურეთ ძმარი. დააფარეთ პურის მეორე ნაჭერი. თუ გესიამოვნებათ, მორთეთ მსხლითაც. გემრიელად მიირთვით!




კალორიულობა:




439 კალორია.




ცხიმი: 15 გრ.




ბოჭკო : 14 გრ.




ნახშირწყლები: 63 გრამი.




ცილა: 18 გრ.




ფოლიუმის მჟავა: 154 მგ.




ქოლესტერინი: 14 მგ.




შაქარი: 14 გ.




C ვიტამინი: 33 მგ.




კალციუმი: 404 მგ. 




რკინა: 3 მგ.




ნატრიუმი: 620 მგ.




კალიუმი: 990 მგ.


https://shenisupra.ge/pomidvris-avokadosa-da-yvelis-sendvichi/

Comments

Popular posts from this blog

როგორ დავაწყოთ სწორად დანა-ჩანგალი მაგიდაზე

6 პროდუქტი, რომლითაც თქვენს საგაზაფხულო რაციონს გაამდიდრებთ

რა მნიშვნელობა აქვს ჭამის სიჩქარეს თქვენი ჯანმრთელობისთვის