პაელა - განსხვავებული და მარტივად მოსამზადებელი კერძი

პაელა - განსხვავებული და მარტივად მოსამზადებელი კერძი




ინგრედიენტები:



ზეითუნის ზეთი


კრევეტები - 200 გრამი


მოლუსკი კალმარი - (კარგად გარეცხილი, გამშრალი და დაჭრილი) – 200 გრამი


1 ცალი კარგად დაჭრილი საშუალო ზომის ხახვი


300 გრამი ცეცხლზე მოხალული პომიდორი


3 კბილი ნიორი - დაჭრილი


ბრინჯი - 300 გრამი


3 კოვზი ბულიონი (უმჯობესია ზღვის პროდუქტების)


ლიმონი და ოხრახუში გარნირისთვის

მომზადების მეთოდი:




ნაბიჯი 1




ღრმა ტაფაზე დაასხით ზეთი და კარგად გააცხელეთ. დაამატეთ კრევეტები და კალმარი, მოაყარეთ მარილი. გააჩერეთ 2 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი კოვზით გადაიტანეთ საშუალო ზომის ქვაბში.




ქვაბი საშუალო ცეცხლზე დადგით, დაამატეთ ხახვი და პომიდორი. გააჩერეთ 8 წუთით და ხშირად მოურიეთ. დაამატეთ ნიორი და ურიეთ კიდევ 4 წუთის მანძილზე.




ნაბიჯი 2




ღრმა ტაფაზე გადაიტანეთ ბულიონი, ჩაამატეთ ბრინჯი და საშუალო ცეცხლზე გააჩერეთ. 15 წუთის მანძილზე ხარშეთ. არ მოურიოთ. მოათავსეთ კრევეტები და კალმარი ბრინჯზე. ტაფა ფოლგით დაფარეთ და კიდევ 10-16 წუთის მანძილზე დატოვეთ ცეცხლზე. სანამ ბრინჯი სრულყოფილად არ დარბილდება. გაზქურიდან გადმოღების შემდეგ კერძი 10 წუთით დატოვეთ ტაფაზე, შემდეგ გადმოიღეთ. მორთეთ ოხრახუშითა და ლიმნით.




გემრიელად მიირთვით!




 

 

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra
https://shenisupra.ge/%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a1%e1%83%ae%e1%83%95%e1%83%90%e1%83%95%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%9b/

Comments