ილია მეორის ნდობითა და კურთხევით საპატრიარქოს საავადმყოფოები გადიან „აკრედიტაცია კანადას“

ილია მეორის ნდობითა და კურთხევით საპატრიარქოს საავადმყოფოები გადიან „აკრედიტაცია კანადას“
საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.

ამჟამად “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენლობა საქართველოშია და კლინიკებთან შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში მართავს. საქართველოს 20-ზე მეტი კლინიკა აკრედიტაციის პროცესშია ჩართული.

“საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმეს და წმინდა ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი” საერთაშორისო ჯანდაცვის აკრედიტაციისთვის ემზადება.

ამ საკითხთან დაკავშირებით წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში აღნიშნული სამედიცინო ცენტრის პერსონალისთვის ტრენინგ-სემინარი ჩატარდა.

ღონისძიება ამავე უნივერსიტეტის რექტორმა ირაკლი ბრაჭულმა გახსნა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა “საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმეს და წმინდა ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის“ დირექტორმა, ვეფხვია ოდიშარიამ. მან კლინიკის დაარსების შესახებ ისაუბრა.

სემინარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ჟენევის ოფისის ექსპერტი, პროფესორი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში, გიორგი ფხაკაძე და „აკრედიტაცია კანადას“ ექსპერტი უძღვებოდნენ.

მომხსენებლებმა პაციენტების უსაფრთხოებაზე, ქართულ სამედიცინო დაწესებულებებში საერთაშორისო ჯანდაცვის სტანდარტების დანერგვასა და კლინიკაში მუშაობის საერთაშორისო პროცესებზე ისაუბრეს.

როგორც „აკრედიტაცია კანადას“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, სერვისზე დაფუძნებული სტანდარტები ეხმარება სამედიცინო დაწესებულებებს შეაფასონ ხარისხი, სამედიცინო სერვისის მიწოდების ყველა ეტაპზე.

მათ აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია, დანერგონ ხარისხი, პაციენტის უსაფრთხოების, მათი ოჯახის წევრებზე ზრუნვის პრაქტიკა სამედიცინო სერვისის მიწოდების ყველა მიმართულებით.

„აკრედიტაცია კანადას“ წარმომადგენლების განმარტებით, ეს სტანდარტი უზრუნველყოფს სამედიცინო დაწესებულებების ყოველდღიურ საქმიანობაში ხარისხის გაუმჯობესებას, პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების ჩართულობას კლინიკის საქმიანობის ყველა ეტაპზე.

შეხვედრა ტელევიზია “ერთსულოვნებამ“ გააშუქა.

მნიშვნელოვანია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის, ილია მე­ო­რის ნდობითა და კურთხევით ხორციელდება საპატრიარქოს საავადმყოფოების აკრედიტაცია “აკრედიტაცია კანადასთან”.

“აკრედიტაცია კანადასთან” თანამშრომლობა გვაძლევს იმის პერსპექტივას, რომ მსოფლიო დონის კლინიკებს შორის ვიყოთ და მთავარია, – გავამართლოთ ჩვენი დამფუძნებლის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობის ილია მეორის ნდობა და კურთხევა, რათა ჩვენი კლინიკა იყოს პაციენტზე და ხარისხზე ორიენტირებული”  განაცხადა “საპატრიარქოს წმინდა იოაკიმეს და წმინდა ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის” დირექტორმა ვეფხვია ოდიშარიამ.

ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ ტელევიზია “ერთსულოვნებასთან“ საერთაშორისო ჯანდაცვის აკრედიტაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმეს და წმინდა ანას სახელობის სამედიცინო ცენტრმა“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაიაროს ყველაზე რთულ, მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნად მაკრედიტებელ ორგანოსთან აკრედიტაცია. ეს გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ საპატრიარქოსთვის პრიორიტეტი არის პაციენტის უფლებები, არიან პაციენტზე ორიენტირებული და რაც მთავარია, უმაღლესი ხარისხი.

განსაკუთრებით ხაზგასასმელია, მედპერსონალისა და მენეჯმენტის მზაობა, რაც მთავარია, საავადმყოფოების მფლობელების მზაობა არის ძალიან დიდი. „აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობა ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი საზოგადოებისათვის, რომ საპატრიარქო საავადმყოფოებმა (თბილისსა და ქუთაისში) მიიღეს ძალიან რთული გადაწყვეტილება, დაიწყეს აკრედიტაციის პროცესი მსოფლიოში ურთულეს მაკრედიტებელ ორგანოსთან...“

შეხვედრის შესახებ ტელევიზია “ერთსულოვნებასთან” “აკრედიტაცია კანადას” ექსპერტმა, ალესანდრო ბურიანმა ისაუბრა:

“ვეხმარებით ამ კლინიკას და მის თანამშრომლებს, რათა გააუმჯობესონ მომსახურება პაციენტებისთვის როგორც ხარისხის, ასევე მომსახურების თვალსაზრისით…”

 

 


გაეცანით – აკრედიტაცია კანადის პარტნიორი კლინიკები საქართველოში

#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi
https://shenipulsi.ge/2024/03/31/%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%97%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%99%e1%83%a3/

Comments

Popular posts from this blog

როგორ დავაწყოთ სწორად დანა-ჩანგალი მაგიდაზე

6 პროდუქტი, რომლითაც თქვენს საგაზაფხულო რაციონს გაამდიდრებთ

რა მნიშვნელობა აქვს ჭამის სიჩქარეს თქვენი ჯანმრთელობისთვის