შესაძლოა, გახსნათ ახალი საქმე ან დაწინაურდეთ სამსახურში - ნახეთ, კვირის დღეების ასტროლოგიური პროგნოზი

შესაძლოა, გახსნათ ახალი საქმე ან დაწინაურდეთ სამსახურში - ნახეთ, კვირის დღეების ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი ♈

ახალი საქმის დაწყება რეკომენდებული არ არის. შესაძლოა დაგჭირდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. ძველი სასიყვარულო ურთიერთობის გამო შესაძლოა კამათი მოგივიდეთ საყვარელ ადამიანთან.

კურო ♉

გაიზრდება საქმიანი გადაადგილებები. დადებითად შეიცვლება ფინანსური მდგომარეობა, მაგრამ ეცადეთ დაგეგმილზე მეტი ხარჯი არ გასწიოთ. გზებზე მოძრაობისას არ გარისკოთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და უმიზეზოდ ნუ გააბრაზებთ საყვარელ ადამიანს.

ტყუპები ♊

იმოქმედეთ დინჯად და ერიდეთ საქმეში რისკს. თავს მეტად ენერგიულად იგრძნობთ. შესაძლოა მოძებნოთ შემოსავლის დამატებითი წყაროებიც. მეტი დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანთან და ბავშვებთან ერთად. კარგი დროა მოგზაურობისთვისაც.

კირჩხიბი ♋

აქტიური ცხოვრება დაგეხმარებათ საინტერესო და მნიშვნელოვან ადამიანებთან კონტაქტში. ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ეძიეთ დამატებითი წყაროები. მოერიდეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმეებს. პირად ცხოვრებაში, ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.

ლომი ♌

გაურკვევლობის შეგრძნება სამომავლო გეგმების დასახვაში შეგიშლით ხელს. ეცადეთ ხელმომჭირნედ ხარჯოთ ფული. შვებას მოგიტანთ ბუნებაში გასეირნება და საყვარელ ადამიანთან მშვიდი ურთიერთობა. სჯობს ეს პერიოდი ყოველდღიურ საქმეებსა და დასვენებას დაუთმოთ.

ქალწული ♍

არაერთგვაროვანი დროა. მეტი ყურადღება გმართებთ წვრილმანების მიმართ. დინჯი და გააზრებული მოქმედებები მიზანთან ადვილად მიგაახლოებთ. პატივი ეცით სხვის აზრს. უეცრად განვითარებული სასიყვარულო გრძნობა ხანმოკლე აღმოჩნდება.

სასწორი ♎

ბიზნესის, ფინანსური ან სამსახურებრივი სირთულეების გადალახვისას გაითვალისწინეთ ყველა შესაძლო სიტუაცია და მხოლოდ შემდგომ იმოქმედეთ. უარი თქვით მოგზაურობაზე და ეცადეთ ეს დრო დაუთმოთ საკუთარ თავს, ჯანმრთელობას, სულიერ და ინტელექტუალურ ზრდას.

მორიელი ♏

დაპირისპირება წარმატებას არ მოგიტანთ. ჯანმრთელობისა და განწყობის გაუმჯობესება ხელს შეგიწყობთ ახალი გეგმების განხორციელებაში. თავი შეიკავეთ კრედიტების აღებისა და სხვისი ფულის გამოყენებისგან. ერიდეთ უცნობ ადამიანებთან ურთიერთობას.

მშვილდოსანი ♐

რთულ მომენტებში მიმართეთ მეგობრებს. დამოუკიდებლობის მოთხოვნილებამ შესაძლოა გაიძულოთ დაამყაროთ ახალი კავშირები და დაუპირისპირდეთ მშობლებს. საქმიან პარტნიორთა შორის შესაძლოა მომავალი მეუღლე იპოვოთ. თავისუფალ დროს, ეცადეთ რიგიანად დაისვენოთ

თხის რქა ♑

მოერიდეთ უტაქტობას. ახალი კავშირები დაგეხმარებათ სამსახურის მოძიებაში. ოჯახს მეტი მზრუნველობა დასჭირდება. რომანტიკულ ურთიერთობებში თავგადასავლების სურვილი გაგიჩნდებათ, რაც აისახება ემოციურობასა და გუნება-განწყობის გაუარესებაზე.

მერწყული ♒

საქმიან პარტნიორებთან და კოლეგებთან მეტად თავშეკავებული იყავით. პირად ცხოვრებაში ეცადეთ ფარდა არ აეხადოს თქვენს ძველ საიდუმლოებებს. შესაძლოა გაიცნოთ მომავალი მეუღლე, არსებული სასიყვარულო ურთიერთობა კი მეტად სერიოზული გახდება.

თევზები ♓

ჯანმრთელობის მხრივ თავს სანაქებოდ იგრძნობთ და შეძლებთ გაუძლოთ საკმაო დატვირთვებს. შესაძლოა გახსნათ ახალი საქმე ან დაწინაურდეთ სამსახურში. ამ პერიოდში ჩამოყალიბებული კავშირები კარგ შემოსავალს გპირდებათ. კარგი დროა მოგზაურობისთვისაც.
https://shenihoroskopi.ge/%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ab%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%a1%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%97-%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a1/

Comments