
ხილის სალათი, რომლის რეცეპტსაც გთავაზობთ წარმოუდგენლად მსუბუქი და ამავდროულად არომატულია. ის ცნობილი კოქტეილის პინა-კოლადას სურნელს მოგაგონებთ. მიუხედავად ამისა მასში ერთ წვეთ ალკოჰოლსაც ვერ ნახავთ. ხილს, გარდა ანანასისა, თქვენი გემოვნებით ირჩევთ.
ინგრედიენტები:
მწიფე ანანასი - 1 ცალი
მარწყვი - 500 გრ.
მანდარინი - 4 ც.
ბანანი - 4 ც.
მოცვი - 300 გრ.
ქოქოსის ფანტელი - ½ ჭიქა
ქოქოსის კრემი - ½ ჭიქა
ანანასის წვენი - ¼ ჭიქა
მომზადების დრო : 20 წთ.
ულუფების რაოდენობა: 10
მომზადების მეთოდი:
აიღეთ ერთი ცალი მწიფე ანანასი. მოაცალეთ კუდი, მოაშორეთ კანი. ანანასი კარგად უნდა გაასუფთავოთ და უსარგებლო ნაწილები მოაცილოთ.
გასუფთავებული ანანასი 4 ნაწილად დაჭერით. შუაგული, რომელიც არ გამოგადგებათ, მოაცილეთ.
მიღებული ანანასი მთლიან, 1,5 სანტიმეტრის სისქის ნაჭრებად დაჭერით.
გაასუფთავეთ ბანანი და მრგვალ ნაჭრებად დაჭერით. მარწყვს მოაცალეთ ზედმეტი ფოთლები, გარეცხეთ და 2-3 ნაწილად დაჭერით. გაასუფთავეთ მანდარინი და დააქუცმაცეთ.
გადახსენით ქოქოსის ნაყოფი და თეთრი რბილობი ბლენდერში მოათავსეთ, ან სახეხი გამოიყენეთ. დააქუცმაცეთ წვრილ ნაჭრებად.
ქოქოსის კრემი და ანანასის წვენი ერთმანეთში აურიეთ.
ხილი ერთად მოათავსეთ, მოასხით მიღებული კრემი და ქოქოსის თეთრი ფანტელიც შეურიეთ. მაგიდაზე სანაყინით ან განიერი ჭიქით მიიტანეთ.
#drpkhakadze #gochadze #shenisupra
https://shenisupra.ge/xilis-salati-qoqosit/
Comments
Post a Comment