
კიდევ ერთი დამხმარე პრაქტიკა, რომლის საშუალებითაც მიიღება ჰარმონიული ინტერიერის დიზაინი - ნებისმიერი გარემოს შესანიშნავად გაფორმება შეიძლება სულ რაღაც სამი განსხვავებული ფერის გამოყენებით:
- საბაზო ფერი - ფერი, რომელიც ქმნის ძირითად გარემოს. ის უნდა იყოს ნეიტრალური, მაგრამ თბილი ელფერით.
- კონტრასტული ფერი - რომელიც ეხმიანება საბაზისო ფერს და, როგორც წესი, უფრო მუქი ან ნათელი ელფერითაა წარმოდგენილი. ხშირ შემთხვევაში ამ ფერს ითავსებს ავეჯის რომელიმე ელემენტი, ზოგჯერ კი კედელიც.
- “დამრღვევი” ან “ამრევი” ფერი - მას შუამავლის როლი უკავია საბაზისო და კონტრასტულ ფერებს შორის და აქვს თვისება, გააცოცხლოს მთელი გარემო. ის რადიკალურად უნდა განსხვავდებოდეს დანარჩენი ფერებისგან.
#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri
წყარო:https://belux.ge/article/1732994-feris-roli-interieris-dizaini
https://sheniinterieri.ge/%e1%83%92%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%97-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%98%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%97-%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98/
Comments
Post a Comment