
Giuliana Longo
ჯულიანა ლონგოს ხელნაკეთი და იმპორტული ქუდების მაღაზია საუკუნეებია რაც ვენეციაში არსებობს. აქ უამრავი სტილის, სხვადასხვა მასალის და მრავალფეროვანი გაფორმების ქუდი თვალს ნამდვილად მოგჭრით. ნახავთ ბიუჯეტურ ვარიანტებსაც

Libreria Acqua Alta
ეს მომხიბვლელი ვინტაჟური წიგნის მაღაზია ერთ დროს არხებთან სიახლოვის გამო იტბორებოდა, თუმცა შესაბამისი ზომების მიღების შემდეგ, ის დღეს ერთ-ერთი ცნობილი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა ვენეციაში. მაღაზიაში ნახავთ გონდოლასაც, სავსეს წიგნებით.

Antonia Miletto Gioielli
Calle Delle Botteghe-ის ქუჩის ჩავლისას, შეუძლებელია ვერ დაინახოთ ეს სამკაულის მაღაზია, წითელი ლამფის შუქით. შიგნით ულამაზეს ხელნაკეთ ნიმუშებს იხილავთ სხვადასხვა ძვირფასი თუ ნაკლებად ძვირფასი ქვებით.

Martinuzzi
ეს სახლის ნივთების მაღაზია ტრადიციულ ელეგანტურობას წარმოგვიდგენს კლასიკურ ფორმაში. აქაური გარემო ვენეციური სახლის ატმოსფეროს ქმნის თავისი გადასაფარებლებით, სკულპტურული ლამპებით და სხვა მაგიდის დეტალებით. აქ ნახავთ სუვენირებსაც.

წყარო
#drpkhakadze #gochadze #sheniemigranti
https://sheniemigranti.ge/sad-shegidzlia-sheidzino-daintereso-nivtebi/
Comments
Post a Comment