გთავაზობთ 15 მარტივ ხრიკს დიასახლისებისთვის

გთავაზობთ 15 მარტივ ხრიკს დიასახლისებისთვის
1. თუ ხალიჩაზე ან რბილ ავეჯზე საღეჭი რეზინი მიეკრო, დაადეთ ყინული. საღეჭი რეზინი გამკვრივდება და ადვილად მოშორდება.

2. იმისათვის, რომ ზამთარში კარტოფილი არ აღმოცენდეს, ყუთში, სადაც ინახება, რამდენიმე ვაშლი ჩადეთ.

3. იქ, სადაც საკვების მარაგი ინახება, დადგით დაქუცმაცე-ბული ნახშირით სავსე ჭურჭელი. ნახშირი სხვადასხვა სუნს შთანთქავს.

4. თუ ნიჟარაში წყალი ძნელად გაედინება, წყლის გასას-ვლელში ჩაყარეთ ერთი მუჭა სოდა, ცოტა ხანს გააჩერეთ, შემდეგ დაასხით ჭიქა ძმარი და მიუშვით წყლის ნაკადი.

5. ნემსები, სარჭები, ქინძისთავები არ დაჟანგდება, თუ მათ შესანახ ყუთში ცოტაოდენ ფქვილს ჩაყრით.

6. თუ გსურთ თქვენი ავეჯის ლითონის დეტალებს ბრწყინ-ვალება დაუბრუნოთ და განაახლოთ, მოამზადეთ შემდეგი ნარევი: 30 გ ნიშადურის სპირტს დაუმატეთ 50 გ წყალი და 15 გ დაფხვნილი ცარცი. სითხე შეანჯღრიეთ, ჩაალბეთ მასში ბამბაზიის ნაჭერი და ლითონი გაწმინდეთ. შემდეგ მშრალი ტილოთი გააპრიალეთ.

7. მოამზადეთ სახლის პირობებში უნიტაზის საწმენდი სითხე: ვედროში ჩაასხით 2 ლიტრი წყალი, 1 ჭიქა წყალბადის ზეჟანგი და 1 ს/კ ნიშადურის სპირტი. კარგად აურიეთ, ჩაასხით უნიტაზში და დაახურეთ სახურავი. 30 წუთის შემდეგ ჯაგრისით გაწმინდეთ და წყლით ჩარეცხეთ.

8. ხის საჭრელ დაფას განაახლებთ, თუ ორთქლზე გამთბარ მცენარეულ ზეთს მთელ ზედაპირზე წაუსვამთ, გააჩერეთ, რომ კარგად შეიწოვოს. ზეთი იცავს ხის ფორებს მიკრობებისგან და ატენიანებს მას. დაფა აღარ დაიბზარება.

9. რეზინის ბოტები და ჩექმები დიდხანს შეინარჩუნებს სიპ-რიალეს, თუ თბილ წყალში გარეცხვის შემდეგ, კარგად გაამშრალებთ და ცოტაოდენ გლიცერინში დასველებული ჩვრით გააპრიალებთ.

10. თუ გსურთ ავეჯსა და ხალიჩებს სასიამოვნო სუნი ასდიოდეს, აიღეთ 2 ჭიქა სოდა და ჩაყარეთ ცელოფანის პარკში. სოდაში ჩააწვეთეთ რამდენიმე წვეთი არომატული ზეთი (იყიდება აფთიაქებში). პაკეტს მოუკარით თავი ისე, რომ მასში ჰაერის დიდი რაოდენობა დარჩეს. გახვრიტეთ რამდენიმე ადგი-ლას და მოაყარეთ არომატული სოდა.

11. თუ გსურთ თქვენს ბინაში კარგი არომატიც იდგეს, დაჭერით კომში პატარა ნაჭრებად, დააწყვეთ პატარა ლამბაქებზე და ოთახებში მოათავსეთ.

12. თუ ციტრუსის არომატი გირჩევნიათ, აიღეთ ლიმონი ან ფორთოხალი, დაჩხვლიტეთ მთლიანი ციტრუსი ასანთის ღერით და ნახვრეტებში მიხაკი ჩადეთ.

13. საპნის ნარჩენებს ნუ გადაყრით. ჩააწყვეთ ისინი ქვაბში და დაასხით წყალი (ისე, რომ ოდნავ ფარავდეს) და გააჩერეთ 8-10 საათი. შემდეგ დაბალ ცეცხლზე მიიყვანეთ ადუღებამდე და როდესაც მასა გაგრილდება, ჩაასხით ფორმებში. (მაგალი-თად, მაწვნის, არაჟნის პლასტიკურ ქილებში). როდესაც გამაგრდება, საპონი მზადაა ხელმეორე მოხმარებისათვის.

14. თუ გსურთ ბურღულეულის ვარგისიანობის შემოწმება, დაიყარეთ ხელის გულზე, დააორთქლეთ და უსუნეთ. თუ ობის სუნს იგრძნობთ, საკვებად აღარ გამოიყენოთ.

15. ქუჩაში სიარულის დროს თქვენი პალტო ხშირად ისვრება წვიმის ან ტალახის შხეფებით? ამ ლაქებს ადვილად მოაშორებთ ძმრის სუსტი ხსნარით.

 

წყარო

 

 

 


#drpkhakadze #gochadze  #shenisupra


https://shenisupra.ge/xrikebi-diasaxlisebistvis/

Comments

Popular posts from this blog

როგორ დავაწყოთ სწორად დანა-ჩანგალი მაგიდაზე

6 პროდუქტი, რომლითაც თქვენს საგაზაფხულო რაციონს გაამდიდრებთ

რა მნიშვნელობა აქვს ჭამის სიჩქარეს თქვენი ჯანმრთელობისთვის