სიმინდის ამ მარტივ სალათას 20 წუთში მოამზადებთ

სიმინდის ამ მარტივ სალათას 20 წუთში მოამზადებთ

მოამზადეთ საზაფხულო მსუბუქი და მარტივი სალათა მხოლოდ 20 წუთში. შეგიძლიათ გამოიყენოთ დაკონსერვებული ან მოხარშული სიმინდის მარცვლები.




ინგრედიენტები:



400   გრამი სიმინდის მარცვლები


1   ცალი წითელი ბულგარული წიწაკა


1   ცალი ყვითელი ბულგარული


1⁄2  თავი წითელი ხახვი


4   ცალი მწვანე ხახვი


1⁄2  კონა დაჭრილი ქინძი


3   ს/კ წითელი ღვინის ძმარი


1⁄4  ჭიქა ზეითუნის ზეთი


1   კბილი დაკეპილი ნიორი


1   ჩ/კ მარილი


1⁄8  ჩ/კ კაიენის წიწაკა

მომზადების მეთოდი:




ნაბიჯი 1




სიმინდის მარცვლები, დაჭრილი წითელი და ყვითელი ბულგარული წიწაკა, დაჭრილი წითელი და მწვანე ხახვი და ქინძი ერთად აურიეთ.




ნაბიჯი 2




პლასტმასის კონტეინერში მოათავსეთ ძმარი, ზეთი, დაკეპილი ნიორი, მარილი და კაიენის წიწაკა. დაახურეთ თავსახური და კარგად შეანჯღრიეთ.




ნაბიჯი 3




მიღებული საკმაზი თასში სალათის ინგრედიენტებს მოასხით და გემრიელად მიირთვით.




 

 

 

 


#drpkhakadze #gochadze  #shenisupra


https://shenisupra.ge/simindis-salata/

Comments