რადიო „პოზიტივის“ დღის ამბები 29 აპრილს

რადიო „პოზიტივის“ დღის ამბები 29 აპრილს
ჩინეთმა დაასრულა სამართლებრივი პროცედურები უვიზო რეჟიმის შეთანხმების ძალაში შესასვლელად. ამ კოორდინაციამ გვიჩვენა, რომ ჩინეთი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან და ერთმანეთს თანასწორად განიხილავენ, – ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ჭოი ციენმა განაცხადა.

ელჩის განმარტებით, საქართველოს მოქალაქეები 28 მაისიდან შეძლებენ ჩინეთში უვიზოდ გამგზავრებას ტურისტული, ბიზნეს და სასწავლო მიზნით.

***

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება.

იგი მონაწილოებას მიიღებს ღონისძიებებში, რომლებიც ევროკავშირის გაფართოების 20 წლისთავს ეძღვნება.

მინისტრის თქმით, ვიზიტის ფარგლებში ის შეხვედრებს გამართავს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, ასევე ევროპელ კოლეგებთან.

თბილისის მერიის განცხადებით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ზოგიერთი მეტროსადგური შეფერხებით მუშაობს, სიმართლეს არ შეესაბამება.

მათივე ცნობით, დედაქალაქში არსებული ყველა მეტროსადგური მუშაობს ჩვეულ რეჟიმში და მგზავრებს ყოველ დღე, 06:00-დან 00:00 საათამდე ემსახურება.

****

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე ყაზახეთის რესპუბლიკის კონკურენციის დაცვისა და განვითარების სააგენტოს მიერ ორგანიზებული ცენტრალური აზიის კონკურენციის ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.

ირაკლი ლექვინაძემ საქართველოში კონცენტრაციების კონტროლის მექანიზმებზე, ფარმაცევტულ ბაზარზე სააგენტოს მიერ განხორციელებულ მონიტორინგზე და გაცემულ რეკომენდაციებზე ისაუბრა.

ფორუმში ასევე მონაწილეობდა სააგენტოს სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი, გიორგი ქედელიძე, რომელმაც პრეზენტაციის ფორმატში მონაწილეებს ფარმაცევტულ სექტორში განხორციელებული აქტივობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

****

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, მძევლების გათავისუფლების საკითხზე შეთანხმების მიღწევისა და ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, ამ კვირაში ისრაელში, იორდანიასა და საუდის არაბეთში ჩავა.

ენტონი ბლინკენი შეხვდება საუდის არაბეთის ოფიციალურ პირებს და რეგიონის საგარეო საქმეთა მინისტრებს, რომლებთანაც ღაზის სექტორის მომავალს განიხილავს.


რადიო „პოზიტივის“ დღის ამბები 23 აპრილს
https://sheniambebi.ge/%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%93%e1%83%98%e1%83%9d-%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%96%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%90-7/

Comments

Popular posts from this blog

როგორ დავაწყოთ სწორად დანა-ჩანგალი მაგიდაზე

6 პროდუქტი, რომლითაც თქვენს საგაზაფხულო რაციონს გაამდიდრებთ

რა მნიშვნელობა აქვს ჭამის სიჩქარეს თქვენი ჯანმრთელობისთვის