„გავუთბეთ ერთმანეთს გულები... ხელი ჩავჭიდეთ ჩვენს მომავალს!“, - რას წერს ქეთი ტოგონიძე 9 აპრილისადმი მიძღვნილ საღამოზე

„გავუთბეთ ერთმანეთს გულები... ხელი ჩავჭიდეთ ჩვენს მომავალს!“, - რას წერს ქეთი ტოგონიძე 9 აპრილისადმი მიძღვნილ საღამოზე
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, თბილისში, რუსთაველზე, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. დაიღუპა 21 ადამიანი, დაშავდა ასობით. მშვიდობიან მოქალაქეებს ტანკებით, მომწამლავი ქიმიური საშუალებებით, ცეცხლსასროლი იარაღით, სასანგრე ბარებით დაუპირისპირდნენ.

9 აპრილის ტრაგედიიდან ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა და აქტი მიიღო. დღეს საქართველო დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებს.

1989 წლის 9 აპრილს დაღუპული გმირები თბილისის N119 საჯარო სკოლაში გაიხსენეს. საღამოსთვის მოწვეული სტუმარი იყო 9 აპრილის გმირი ლელა ვეფხვაძე, რომელმაც ამ დღის ჰიმნად ქცეული სიმღერა „დაუკარით“ შეასრულა.

„გავუთბეთ ერთმანეთს გულები, ვაჩუქეთ ერთმანეთს ტიტები, ხელი ჩავჭიდეთ ჩვენს მომავალს და რწმენითა და იმედით შევუდექით მომავლის გზას!“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი ქეთი ტოგონიძე.

„მადლობა ჩვენს სტუმრებს: გლდანის რაიონის გამგეობას, ქ. ლელა ვეფხვაძეს, სსიპ ქალაქ თბილისის N120 საჯარო სკოლას, სსიპ ქალაქ თბილისის N118 საჯარო სკოლას, რომ თქვენი სტუმრობით გაგვილამაზეთ დღევანდელი დღე.

მადლობა ამ დღის ორგანიზატორებს: ისტორიის მასწავლებლებს, ქ. მაკა ბრეგვაძეს, Maia Paichashvili-ს და მუსიკის მასწავლებელს, მაია შეიზაშვილს.

მადლობა მოსწავლეებს და მშობლებს!

დღევანდელი დღე გაგვილამაზეს ჩვენმა ოქროსმედალოსნებმა. ჩვენ ვამაყობთ თქვენით!!“ -წერს დირექტორი სოციალურ ქსელში.
https://sheniganatleba.ge/%e1%83%92%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a3%e1%83%97%e1%83%91%e1%83%94%e1%83%97-%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%97%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%94/

Comments