მოამზადეთ უგემრიელესი ჟულიენი სოკოთი და ქათმის ხორცით

მოამზადეთ უგემრიელესი ჟულიენი სოკოთი და ქათმის ხორცით

ჟულიენი მარტივი კერძია ფრანგული სამზარეულოდან, რომლის მომზადებაც არც დიდ დროს წაგართმევთ და არც ენერგიას. შედეგი კი ძალიან გემრიელია.




ინგრედიენტები:



200   გრამი ქათმის ფილე


200   გრამი სოკო


3   ს/კ არაჟანი


6   ს/კ გახეხილი ყველი


ლიმონის წვენი


მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადების მეთოდი:




ნაბიჯი 1




წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 180 C-ზე.




ნაბიჯი 2




ქათმის ფილე და სოკო მოხარშეთ, დაჭერით და ერთმანეთში აურიეთ.




ნაბიჯი 3




დაუმატეთ არაჟანი, მოასხურეთ ლიმონის წვენი. შეაზავეთ მარილითა და პილპილით.




ნაბიჯი 4




მიღებული მასა გადაიტანეთ საშუალო ზომის სპეციალურ ცეცხლგამძლე ჭურჭელში ან კეცზე, მოაყარეთ გახეხილი ყველი და აცხვეთ ღუმელში 10–15 წუთით.




 

 


#drpkhakadze #gochadze  #shenisupra


https://shenisupra.ge/julieni-sokoti-da-qatmis-xorcit/

Comments