
ინგრედიენტები:
5 ცალი ბადრიჯანი
2 ცალი წითელი ბულგარული
3 ცალი მწვანე მწარე წიწაკა
15 გრამი ახალი ქინძი
1 ცალი წითელი ხახვი
1 ცალი პომიდორი
5 კბილი ნიორი
1 ჩ/კ სვანური მარილი
6 ჩ/კ თეთრი ღვინის ძმარი
10 ჩ/კ ზეთი
მარილი გემოვნებით
30 მლ/ლ წყალი
მომზადების მეთოდი:
ნაბიჯი 1
დაჭერით ბადრიჯანი. ტაფაზე დაასხით ზეთი და საშუალოზე დაბალ ტემპერატურაზე წვით 20 წუთით.
ნაბიჯი 2
სანამ ბადრიჯანი იწვება, დანაყეთ ნიორი და დაჭერით წიწაკები, ქინძი და ხახვი. გადაიტანეთ თასში. დაუმატეთ 30 მლ წყალი, 6 ჩ/კ ძმარი და ¾ ჩ/კ სვანური მარილი. ამოურიეთ და გააჩერეთ 10 წუთით.
ნაბიჯი 3
დაჭერით პომიდორი. შემწვარი ბადრიჯანი გადაიტანეთ თასში დაჭრილ ინგრედიენტებთან. ამავე ტაფაზე დაჭრილი პომიდორი 3-4 წუთით თუშეთ. დაუმატეთ მოთუშული პომიდორი და ¼ ჩ/კ სვანური მარილი. ამოურიეთ და მიირთვით მომზადებისთანავე. შეგიძლიათ მიირთვათ ცივიც.
#drpkhakadze #gochadze #shenisupra
https://shenisupra.ge/moamzadet-badrijani/
Comments
Post a Comment