
ინგრედიენტები:
450 გრამი ბულგარული წიწაკა
1⁄2 თავი იასამნისფერი ხახვი
2 ს/კ დაჭრილი კამა
2 1⁄2 ს/კ თეთრი ღვინის ძმარი
3 ს/კ ზეითუნის ზეთი
1⁄4 ჩ/კ ნივრის ფხვნილი
მარილი გემოვნებით
მწიკვი შავი პილპილი
მომზადების მეთოდი:
სხვადასხვა ფერის ბულგარულ წიწაკას მოაშორეთ ყუნწები და თესლი. გაჭერით სიგრძეზე ორ ნაწილად და შემდეგ ზოლებად დაჭერით. გადაიტანეთ დიდ თასში.
ხახვი თხლად დაჭერით და დაჭრილ კამასთან ერთად ბულგარულ წიწაკას დაუმატეთ.
2 ½ ს/კ ძმარი, 3 ს/კ ზეითუნის ზეთი, ¼ ჩ/კ ნივრის ფხვნილი, მარილი და პილპილი ერთად აურიეთ. ათქვიფეთ ჩანგლით. მოასხით სალათის დაჭრილ ინგრედიენტებს და კარგად ამოურიეთ. მიირთვით მომზადებისთანავე ან მირთმევამდე შედგით მაცივარში.
#drpkhakadze #gochadze #shenisupra
https://shenisupra.ge/bulgaruli-wiwakis-salati/
Comments
Post a Comment