ბავშვების ცერებრიალური დამბლა - მიზეზები, სიმპტომები, დიაგნოსტიკა, საშიშროება

ბავშვების ცერებრიალური დამბლა - მიზეზები, სიმპტომები, დიაგნოსტიკა, საშიშროება
ბავშვების ცერებრიალური დამბლა – კრებითი ტერმინი, რომელიც აერთიანებს ქრონიკულ, არაპროგრესირებად მამოძრავებელ დარღვევებს, რაც გამოწვეულია პერინატალურ პერიოდში განვითარებული თავის ტვინის ანომალიის შედეგად.


ფორმის მიხედვით გამოიყოფა შემდეგი სახის დამბლა:


·         ადრეული – ვითარდება 6 თვემდე ასაკში;


·         საწყისი – ვითარდება 6-თვიდან 2 წლამდე;


·         გვიანი – ვითარდება 2 წლიდან.

მიზეზები


დაავადების წარმოშობის ზუსტი მიზეზები დაუდგენელია. ნებისმიერი ცერებრიალური დამბლის განვითარების მიზეზად ითვლება თავის ტივნის ქერქში წარმოქმნილი პათოლოგიები.


ბავშვის ცერებრიალური დამბლის მიზეზებია:


·         ნაყოფის ასფიქსია, ჰიპოქსია;


·         სამშობიარო ტრავმები (თავის, კისრის დაზიანება);


·         პერინატალურ პერიოდში თავის ტვინში სისხლჩაქცევა;


·         ფეხმძიმობის დროს დედის მიერ გადატანილი ინფექციური დაავადებები (წითელა, გრიპი, სიფილისი);


·         დედის ორგანიზმში არსებული ქრონიკული დაავადებები (შაქრიანი დიაბეტი, რევმატოიდული ართრიტი);


·         ფეხმძიმობის დროს ინტოქსიკაცია.

სიმპტომები


დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:


·         კუნთების ტონუსის დაწევა;


·         კიდურების უნებლიე მოძრაობები;


·         ფეხებისა და ხელების სისუსტე;


·         კრუნჩხვა;


·         მეტყველების დარღვევა;


·         მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა;


·         ფიზიკური და გონებრივი განვითარების დაქვეითება;


·         მხედველობისა და სმენის დაქვეითება.


·         ფსიქიკის დარღვევა.

დიაგნოსტიკა


დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნევროლოგი და ნიშნავს:


·         სისხლის საერთო, ბიოქიმიურ ანალიზს;


·         თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიას;


·         თავის ტვინის კომპიუტერულ ტომოგრაფიას.

მკურნალობა


დაავადების მკურნალობა მოიცავს:


·         ქალას შიდა  წნევის დამწევ პრეპარატებს;


·         კუნთების დაჭიმულობის მომხსნელ პრეპარატებს;


·         ტვინის მკვებავ პრეპარატებს;


·         ქირურგიულ ჩარევას;


·         სამკურნალო ფიზკულტურას;


·         სამკურნალო მასაჟებს.

საშიშროება


აუცილებელი მკურნალობის არარსებობის პირობებში შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:


·         გონებრივი ჩამორჩენა;


·         ეპილეპსია;


·         სიმაღეში ზრდის შეფერხება;


·         ხერხემლის დეფორმაცია;


·         შეგრძნებების დარღვევა.

რისკის ჯგუფი


რისკის ჯგუფში შედიან:


·         დღენაკლული ბავშვები;


·         ნორმაზე მეტი ან ნაკლები წონით დაბადებული ბავშვები;


·         სტიმულაციის საშუალებით დაბადებული ბავშვები.

პროფილაქტიკა


დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:


·         სამკურნალო პრეპარატების გამოყენების გაკონტროლება;


·         სპირტიანი სასმელების გამოყენებაზე უარის თქმა.
https://shenipulsi.ge/2024/04/01/%e1%83%91%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%aa%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%93/

Comments