
მეძუძური დედა ბალანსირებულად და სრულფასოვნად უნდა იკვებებოდეს. უნდა ღებულოდბეს ცილას, ცხიმს, ნახშირწყალს, რძის პროდუქტებს, ხორცს და ბოსტნეულს. მკაცრი დიეტის საჭიროება ნამდვილად არ არსებობს. არსებობს გარკვეული რეკომენდაცია - სასურველია დღეში 1 ლიტრით მეტი სითხის მიღება, ვიდრე დედა იღებდა ორსულობამდე. სასურველია 1 ულუფა წვნიანი კერძი. დედამ არ უნდა მიიღოს არაჯანსაღი, ე.წ „ფასთ ფუდის“ ტიპის პროდუქტები. დედებს ვურჩევთ, არ მიიღონ შებოლილი, კონსერვირებული პროდუქტები და ენერგეტიკული, გაზიანი სასმელები.
#drpkhakadze #gochadze #shenisupra
https://shenisupra.ge/kveba-laqtaciis-periodshi/
Comments
Post a Comment