"ჩაიფიქრე სურვილი" - სიმსივნითა და სხვა მძიმე სნეულებით დაავადებული ბავშვების ,,სურვილების ვარსკვლავების "ანთებას ათენში მსვლელობა მიეძღვნა


Make a wish -κάνε μία ευχή -


ჩაიფიქრე (ერთი) სურვილი ...

29 აპრილს საბერძნეთის რამდენიმე ქალაქში მოეწყო მსვლელობა, მათშორის ათენში.



კალიმარმაროსის - პანათინაიკოსის სტადიონიდან ათენის ცენტრალურ სიმდაგმას მოედნამდე მსვლელობა მოეწყო, რომელიც სიმსივნითა და სხვა მძიმე სნეულებით დაავადებული ბავშვების ,,სურვილების ვარსკვლავების "ანთებას და მათ განხორციელებას ეძღვნებოდა.



მოხალისეებმა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მსვლელობაში, სიმბოლურად, ანთებული სანათებით აანთეს ყველა ჩაფიქრებული სურვილი და მათ განხორციელებაში დაეხმარნენ ორგანიზაციას -მიმდინარეობას "Make a wish -κάνε μία ευχή -


ჩაიფიქრე (ერთი) სურვილი"



ეს მსოფლიოში უკვე კარგად დანერგილი მიმდინარეობაა, რომელიც 1980 წელს ამერიკაში დაიწყო, როდესაც 7 წლის ქრისტმა სურვილი, გამხდარიყო პოლიციელი, განახორციელა და შეიქმნა ფონდი" Make a wish -κάνε μία ευχή -


ჩაიფიქრე (ერთი) სურვილი", რომელიც ნელ-ნელა გადაედო მსოფლიოს.



საბერძნეთში 1996 წელს დაარსდა და პირველი სურვილი 1997 წელს პატარა ანდრეასის, რომელსაც საყვარელი ,,ოლიმპიაკოსის" გუნდში უნდოდა ეთამაშა, განსხეულდა.

ამდენი წლის შემდეგ გამარჯვებული ანდრეა, რომელმაც სნეულებაც დაამარცხა, არ ივიწყებს იმ გამარჯვებას საყვარელი გუნდის თამაშით რომ მოიპოვა და ვარსკვლავის ანთებულ სურვილსაც.

ასე შეიქმნა ლოზუნგი:

,,თუ შენი ერთი ოცნება შესრულდება, მეორე ოცნებაც, რომ გამოჯანმრთელდე, ავტომატურად იქნება შესაძლებელი."



დღითიდღე და წლების მანძილზე იზრდება ეს მიმართულება - ორგანიზაცია და უფროდაუფრო მეტი სიკეთის ელჩები და მოხალისეები ჰყავს.


სწორედ ამიტომ, ქართულ-ბერძნული კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრის ,,პეგასი- მერანის" გუნდი ჩაერთო და ჩვენს პატარებს მათი თანატოლების ,,სურვილების ვარსკვლავების "- ანთებაში მონაწილეობის მიღების პირველი შანსი მივეცით.


ეს მხოლოდ დასაწყისია და კიდევ ბევრ ,,სურვილის ვარსკვლავს" ავანთებთ რადგან გვწამს, რომ - ადამიანის მთავარი გამოწვევა ადამიანად დარჩენაა და რაც არ უნდა ვასწავლოთ ჩვენს პატარებს, ამის გარეშე ფუჭი იქნება.



მცირედი შესაწირით, დიდი სიყვარულით სავსე გულით, წრფელი ფიქრებით და სურვილებით ჩაერთვდნენ ჩვენი პატარები ამ გამოწვევაში და გაგრძელება აუცილებლად იქნება.

წყარო: ქართულ-ბერძნული, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი “პეგასი-მერანი”.


#პეგასიმერანი


#drpkhakadze


#gochadze


#sheniemigranti
https://sheniemigranti.ge/ateni-chaipiqre-survili/

Comments

Popular posts from this blog

როგორ დავაწყოთ სწორად დანა-ჩანგალი მაგიდაზე

6 პროდუქტი, რომლითაც თქვენს საგაზაფხულო რაციონს გაამდიდრებთ

რა მნიშვნელობა აქვს ჭამის სიჩქარეს თქვენი ჯანმრთელობისთვის