
აქილევსის მყესის დაზიანება – ეს არის ყველაზე გავრცელებული წვივის რბილი ქსოვილების დახურული ტრავმა.
მიზეზები
აღნიშნული პრობლემის გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:
· პირდაპირი ტრავმა;
· წვივის კუნთის მკვეთრი დაპატარავება;
· ცივი სტარტი (გახურების გარეშე ვარჯიშის დაწყება);
· აღნიშნული კუნთების განმეორებითი მიკროტრავმები.
სიმპტომები:
აღნიშნული პრობლემის დამახასიათებელი სიმოტომებია:
· დაზიანების ადგილში მწვავე ტკივილი;
· მყესის შეშუპება;
· ტერფის ქუსლისკენ გადახრის შეუძლებლობა;
· ფეხის წვერებზე დადგომის შეუძლებლობა;
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ორთოპედი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:
· რენტგენოგრაფია;
· ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
· მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· კანქვეშა დახურული ნაკერების გამოყენებას;
· 1 თვის მანძილზე თაბაშირის სახვევის დადებას;
საშიშროება
აღნიშნული ტრავმის გართულებამ შეიძლება გამოიწვიოს სიარულის შეუძლებლობა. შესაბამისად, ამ ტრავმის არსებობისას პაციენტმა თავი უნდა შეიკავოს თვითმკურნალობისგან და მიმართოს სპეციალისტებს.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· სპეციალური სახვევის ტარება.
https://shenipulsi.ge/2024/04/01/%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%95%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%a7%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%96%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%94/
Comments
Post a Comment