ბელის დამბლა - დაავადება, რომელსაც ახასიათებს ანთებითი პროცესი, რაც აზიანებს სახის ნერვს

ბელის დამბლა - დაავადება, რომელსაც ახასიათებს ანთებითი პროცესი, რაც აზიანებს სახის ნერვს
ბელის დამბლა (სახის ნერვის ნევრიტი) – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ანთებითი პროცესი, რაც აზიანებს სახის ნერვს.

მიზეზები


დაავადების გამომწვევი მიზეზებია:


·         თავის ქალის ტრავმები;


·         ინფექციები;


·         ძლიერი გადაციება;


·         იშემიური, ჰემორაგიული ინსულტი;


·         სახის ნერვის სისიხლის მიმოქცევის დარღვევა;


·         თავში სიმსივნური დაავადებების არსებობა.

სიმპტომები


დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:


·         ასიმეტრიული ღიმილი;


·         ერთი თვალი არ იხუჭება ბოლომდე;


·         ძილის დროს იბერება ქუთუთო;


·         სახის ცალი მხარე უძრავია;


·         თვალიდან მუდმივი ცრემლდენა ან პირიქით, თვალის სიმშრალე;


·         სმენის გაუარესება;


·         გემოს შეგრძნების დაკარგვა.

დიაგნოსტიკა


დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნევროლოგი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:


·         სისხლის საერთ ანალიზი;


·         თავის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;


·         ანგიორგრაფია;


·         თავის კომპიუტერული ტომოგრაფია;


·         ელექტრომიოგრაფია.

მკურნალობა


აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:


·         გასაუმტკივარებელი პრეპარატები;


·         დიურეტიკები;


·         ვირუსების საწინააღმდეგო პრეპარატები;


·         А, В, С ჯგუფის ვიტამინები;


·         გლუკოკორტიკოსტეროიდები;


·         ანტიაგრეგანტები;


·         ფიზიოთერაპევტული პროცედურები;


·         ნეიროტროფიკები;


·         ქირურგიული მკურნალობა.

საშიშროება


თუ არ მოხდება დროული მკურნალობა შეიძლება გაჩნდეს შემდეგი გართულებების საშიშროება:


·         მიმიკური კუნთების კონტრაქტურა;


·         სინკინეზია;


·         ნევროლოგიური დეფექტი.

პროფილაქტიკა


რეკომენდირებულია:


·         დაბალანსებული დიეტა;


·         თავის ტრავმებისგან თავის დაცვა;


·         გადაციებისგან თავის დაცვა;


·         პირის ღრუსა და ცხვირ-ხახის ინფექციური დაავადებების დროული მკურნალობა.
https://shenipulsi.ge/2024/04/01/%e1%83%91%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%91%e1%83%9a%e1%83%90/

Comments