
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით დამატებით რვა ავიარეისს ნიშნავს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, დამატებითი ავიარეისები ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტების მიმართულებით 2-8 მაისის პერიოდში შესრულდება შემდეგი განრიგით:
„2 მაისი: ნატახტარი – ამბროლაური გაფრენა -17:00 საათზე, ამბროლაური – ნატახტარი გაფრენა -18:15 საათზე;
3 მაისი:ნატახტარი – მესტია, გაფრენა- 16:30 საათზე, მესტია – ნატახტარი გაფრენა – 18:15საათზე;
6 მაისი: ნატახტარი -ამბროლაური, გაფრენა – 17:15 საათზე, ამბროლაური- ნატახტარი გაფრენა – 18:15საათზე;
8 მაისი: ნატახტარი – მესტია გაფრენა- 16:15 საათზე, მესტია – ნატახტარი გაფრენა 18:15საათზე.
შეგახსენებთ, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით – 90 ლარი, ხოლო ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით ფრენა 50 ლარი ღირს. 0-დან 3-წლამდე ჩვილები უფასოა, ხოლო 3-დან 12-წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30 %-იანი ფასდაკლება. ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
https://sheniambebi.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98/
Comments
Post a Comment