მოამზადეთ ჯანსაღი მწვანე სალათი

მოამზადეთ ჯანსაღი მწვანე სალათი

ჯანსაღი კვების მოყვარულთათვის მწვანე სალათი ნამდვილი მისწრებაა. მისი მირთმევა ვახშამზე შეგიძლიათ. მომზადებისას ფანტაზიას მოუხმეთ და საკუთარი სურვილებით იხელმძღვანელეთ.




ინგრედიენტები:



მჟაუნა -1 კონა


სალათის ფურცელი - 1 კონა


ვაშლი - 1 ცალი


ლიმონი - 1 ცალი


თაფლი - გემოვნებით

 




მომზადების მეთოდი:




 



სალათის ფურცლები კარგად გარეცხეთ. ხელით დააქუცმაცეთ და სასალათე ჯამში გადაიტანეთ.


ვაშლი გაასუფთავეთ შუაგულისგან. გრძელ, წვრილ ნაჭრებად დაჭერით. რომ არ გამუქდეს, ლიმონის წვენი მოასხით.


ვაშლიც სასალათე ჯამში გადაიტანეთ.


მჟაუნა კარგად გარეცხეთ, გააშრეთ და სალათს დაამატეთ.


ლიმონის წვენს თქვენი გემოვნებით შეურიეთ თაფლი.


მიღებული სიროფი სალათს მოასხით.


ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ და გემრიელად მიირთვით!

 




 

 

 


#drpkhakadze #gochadze  #shenisupra


https://shenisupra.ge/mwvane-salati/

Comments