როგორია ანჯელინა ჯოლის ცხოვრების გზა

როგორია ანჯელინა ჯოლის ცხოვრების გზა
ანჯელინა ჯოლი მსოფლიოში უამრავი ადამიანისათვის საყვარელი მსახიობი და ადამიანია. სამსახიობო ნიჭის გარდა, ცნობილია ქველმოქმედებითა და გაჭირვებულებზე უანგარო ზრუნვით. ჯოლი უკვე რამდენიმე წელია გაეროს კეთილი ნების ელჩია და უამრავ ადამიანს ეხმარება. "ოსკარის", სამი "ოქროს გლობუსის" და აშშ-ს კინომსახიობთა გილდიის ორი ჯილდოს მფლობელია. სხვათა შორის, ანჯელინა ჯოლი პირველი მსახიობია ისტორიაში, რომელმაც ოქროს გლობუსი ზედიზედ სამი წლის განმავლობაში მოიგო. მისი დებიუტი კინოში 1982 წელს შედგა. მან კომედიურ ფილმში "გამოსავლის ძიებაში" ითამაშა, თუმცა პოპულარობა ფილმით "ლარა კროფტი: სამარხების მძარცველი" და ამავე ფილმის მეორე სეზონით მოიპოვა.2009, 2011 და 2013 წლებში, ჟურნალ Forbes-ის მიხედვით, ჯოლი ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად დასახელდა. მისი კომერციულად ყველაზე წარმატებული ფილმები იყო: "მალეფისენტი" (758 მილიონი აშშ დოლარი მსოფლიო მასშტაბით), "მისტერ და მისის სმიტები" (478 მილიონი აშშ დოლარი მსოფლიოში), "განსაკუთრებით საშიში" (341 მილიონი აშშ დოლარი), "ტურისტი" (278 მილიონი აშშ დოლარი).თუმცა, მისი ცხოვრება საკმაოდ რთული იყო, ჯერ კიდევ ბავშვობიდან. გთავაზობთ ჯოლის შესახებ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტებსა და დეტალებს, რომლებსაც მისი ბიოგრაფია ინახავს.

13-1652215520.jpg

მომავალი მსახიობი, კინორეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი ანჯელინა ჯოლი 1975 წლის 4 ივნისს, ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში დაბადა, ცნობილი ამერიკელი მსახიობის ჯონ ვოიტისა და ფრანგი-კანადელი მსახიობის მარშელინ ბერტრანის ოჯახში.

14-1652215553.jpg

წარმოშობის წყალობით, ჯოლიმ მემკვიდრეობით რამდენიმე ეროვნების სისხლი მიიღო: მამის მხრიდან - სლოვაკური და გერმანული, დედის მხრიდან - ფრანგული, კანადური და ჰოლანდიური.

15-1652215627.jpg

ანჯელინას ჰყავს უფროსი ძმა, ჯეიმს ჰევენი. ჯოლის მშობლები 1976 წელს განქორწინდნენ. ერთი წლის ანჯელინა, დედასთან და ძმასთან ერთად ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად. ერთი წლის შემდეგ ვოიტმა ფილმში "სახლში დაბრუნება" შესრულებული როლისთვის "ოსკარის" ჯილდო მიიღო. ბერტრანი კი იძულებული გახდა, საკუთარი ოცნებები წარმატებულ სამსახიობო კარიერაზე მიეტოვებინა და მთელი დრო შვილების აღზრდისთვის დაეთმო.

ბავშვები ხშირად დაჰყავდა კინოში, რამაც ანჯელინას პატარაობიდანვე გაუღვივა ამ სფეროსადმი ინტერესი. ყოველ შემთხვევაში, წლების შემდეგ ჯოლიმ ეს დაასახელა მიზეზად, რომ მსახიობი გახდა, და არა მამის წარმატებული კარიერა.

16-1652215672.jpg

როდესაც ანჯელინა 11 წლის იყო, ოჯახი ლოს-ანჯელესში დაბრუნდა, სადაც ჯოლი ორი წლის განმავლობაში ლი-სტრასბერგის კინოსკოლაში სწავლობდა. ასევე დადიოდა ბევერლი-ჰილზის საშუალო სკოლაში. ანჯელინა ჯგუფში ერთადერთი სტუდენტი არ იყო, ვისაც მსახიობობა სურდა, ამიტომაც, კონკურენციის პირობებში უწევდა ყოფნა. მისი თავდაჯერებულობა კიდევ უფრო დაზარალდა მას შემდეგ, რაც ყველა მცდელობა, მოდელი გამხდარიყო, წარუმატებელი აღმოჩნდა. მოგვიანებით ჯოლიმ აღიარა, რომ იმ დროს თავს ძალიან დეპრესიულად და უბედურად გრძნობდა, სჯეროდა, რომ "უსარგებლო" იყო და, შედეგად, სხეულის დაზიანება დაიწყო. ერთხელ CNN-თან ინტერვიუში მან ასეთი რამ თქვა: "დანებს ვაგროვებდი და ირგვლივ ეს ნივთები სულ მქონდა. შესაძლოა, სხეულის დაზიანება და ამით საკუთარი თავისთვის ტკივილის მიყენება, ერთგვარი თერაპიაც კი იყო", - ამბობს ანჯელინა.

ამავე ასაკში ჯოლის სულ შავი ტანსაცმელი ეცვა, თმას წითლად იღებავდა და როგორც თავად იხსენებს, საკუთარი თავი სძულდა. ჯოლი არ მალავს იმ ფაქტს, რომ ნარკოტიკებსაც იყენებდა. 1996 წელს The Daily Mirror-თან ინტერვიუში მან თქვა, რომ 20 წლის ასაკში თითქმის ყველაფერი სცადა, რაც შესაძლებელი იყო. 2011 წლის სატელევიზიო შოუში "60 წუთი" აღნიშნა, რომ "მძიმე დრო" გამოიარა და ძალიან გაუმართლა, რომ ახალგაზრდა ასაკში არ გარდაიცვალა.

17-1652215729.jpg

ცნობილია, რომ ჯოლი მამის, ჯონ ვოიტის მიმართ არც ისე კეთილგანწყობილი იყო. მამას ყოველთვის ადანაშაულებდა ღალატსა და ოჯახის მიტოვებაში, თუმცა, ამის მიუხედავად, ურთიერთობების აღდგენას მაინც ცდილობდა. რამდენიმე კონფლიქტის შემდეგ, ჯოლი მის მამად ხსენებაზე უარს ამბობდა. 2002 წლის შუა რიცხვებში ჯოლიმ ხელისუფლებას, სახელის გადასაკეთებლად მიმართა, რათა ოფიციალურად, მის დასახელებაში "ვოიტი" აღარ ყოფილიყო. 2002 წლიდან მსახიობი გვარად მისი სახელის ნაწილს იყენებს და გახდა მხოლოდ ანჯელინა ჯოლი, და არა ანჯელინა ჯოლი ვოიტი.იმავე წელს ჯონ ვოიტმა პრესაში გააკეთა განცხადება, რომ მის ქალიშვილს "სერიოზული ფსიქიკური პრობლემები" ჰქონდა. 2004 წელს ჯოლიმ ჟურნალ Premiere-თან ინტერვიუში თქვა, რომ არ იყო დაინტერესებული მამასთან ურთიერთობის გაგრძელებით, მაგრამ მისი გადაწყვეტილების მიზეზები ჯერ კიდევ უცნობია. ჯონ ვოიტს არასოდეს შეხვედრიან ანჯელინას შვილები, რადგან ამბობენ, რომ ჯოლი ბავშვებს ბაბუასთან არ უშვებს. ასევე, ანჯელინა საკუთარ მამას მნიშვნელოვან დღესასწაულებზე არ ეპატიჟება. ანჯელინა ჯოლის დედა, მარშელინი, 2007 წლის 27 იანვარს ლოს-ანჯელესის კლინიკაში 56 წლის ასაკში საკვერცხის კიბოსთან 7-წლიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.

 

 

წყარო
https://shenisilamaze.ge/angelina-jolie/

Comments

Popular posts from this blog

როგორ დავაწყოთ სწორად დანა-ჩანგალი მაგიდაზე

6 პროდუქტი, რომლითაც თქვენს საგაზაფხულო რაციონს გაამდიდრებთ

რა მნიშვნელობა აქვს ჭამის სიჩქარეს თქვენი ჯანმრთელობისთვის