მაჯის არხის გვირაბის სინდრომი - წარმოიშობა შუა ნერვის დაზიანებით

მაჯის არხის გვირაბის სინდრომი - წარმოიშობა შუა ნერვის დაზიანებით
მაჯის არხის გვირაბის სინდრომი - წარმოიშობა შუა ნერვის დაზიანებით.  

მიზეზები


·         მაჯის ნერვის დაზიანება;


·         მაჯის ნერვის შეშუპება;


·         კუნთებზე სტატიკური დატვირთვა;


·         ხელების მოუხერხებელი მდგომარეობა;


·         ხელებით ერთგვარი მოძრაობების ხანგრძლივად შესრულება;


·         ტრავმები.

სიმპტომები


·         თითბის ქავილი, კანკალი და ჩხვლეტა;


·         მგრძნობელობის დაკარგვა თითებში;


·         ხელების ტკივილი;


·         ქსოვილების შეშუპება;


·         ხელებსა და ხელის გულებზე ჩხვლეტა;


·         ზედა კიდურებში ძალის დაკარგვის შეგრძნება;


·         მტევნების ტკივილისგან გამოწვეული უძილობა;


·         დიდი თითის კუნთების ატროფია;


·         მუშტის შეკვრის შეუძლებლობა;


·         საგნების დიდი ხნის მანძილზე დაჭერის შეუძლებლობა.

დიაგნოსტიკა


დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:


·         ნევროლოგთან ვიზიტი, რომელიც დაადგენს კუნთების დაჭიმულობის დონეს;

მკურნალობა


·         ზედა კიდურების მოქმედების შეზღუდვა;


·         ხელების დატვირთვის მინიმუმამდე დაყვანა;


·         ძვლების იმობილიზაცია;


·         ფიზიკური ვარჯიში, რომელიც ჭიმავს და ამაგრებს კუნთებს;


·         ფიზიოლოგიური თერაპია;


·         მედიკამენტოზური მკურნალობა;


·         ვიტამინოთერაპია;


·         კვების კორექცია.

საშიშროება


დაავადების მთავარი საშიშროება რომელიც მკურნალობას არ ექვემდებარება არის ხელებით ელემენტარული მოძრაობების შესრულების შეუძლებლობა. თუმცა სწორი და დროული მკურნალობისას შესაძლოა გართულებების თავიდან აცილება.

პროფილაქტიკა


რეკომენდირებულია:


·         კომპიუტერთან მუშაობისას ხელები უნდა ელაგოს მაგიდაზე და მტევნები არ უნდა იყოს მოხრილი;


·         სავარძელს და სკამს უნდა ჰქონდეს სახელურები;


·         სამუშაო უნდა გულისხმობდეს შუალედურ შესვენებებს.
https://shenipulsi.ge/2024/04/01/%e1%83%92%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%98/

Comments