
კურორტი მენჯი უნიკალური წყლებითა და სანატორიუმით არის ცნობილი. თვითონ „მენჯი“მეგრული სიტყვაა და მჟავე წყლებს ნიშნავს.ბალნეოლოგიურ კურორტ მენჯის მშენებლობა 1938 წელს დაიწყო.იგი იყო თვალწარმტაცი და უამრავ ადამიანს იზიდავდა.
კურორტზე სამკურნალოდ წლის ნებისმიერ დროსჩამოდიოდნენ.ეს არ იყო მხოლოდ სეზონური კურორტი,ხალხი ოთხივე სეზონზე აქტიურად სტუმრობდა მენჯს.მენჯი ტურიზმის ქალაქად იქცა.ადამიანები აქ ყავარჯნებით ჩამოდიოდნენ,მაგრამ უკან წასვლისას ყავარჯენს იქვე ტოვებდნენ.სწორედ ამიტომ მენჯს „ყავარჯნების სამარე“უწოდეს.
მენჯის უნიკალურ წყლებს მეცნიერებიც იკვლევდნენ და ერთ-ერთ მეცნიერს - რობერტ კუპცისსმენჯისთვის საქართველოს მაცესტაც კი უწოდებია. (მაცესტა-მსოფლიო მნიშვნელობის ძალიან ცნობილი კურორტია,სოჭთან ახლოს.) 
სამწუხაროდ,დღეს ამ მშვენიერი სანატორიუმიდან მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი.სანატორიუმში,სადაც უამრავი სტუმარი ჩამოდიოდა,ახლა აფხაზეთიდან დევნილები არიან შესახლებული.მიუხედავად იმისა,რომ მენჯში ჯანმრთელობისათვის არანაირიხელშემწყობი პირობები არ არის,მაგრამ ჭაბურღილებიდან გოგირდოვანი ცხელი წყლები ისევ ხელმისაწვდომია. საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ისევ ჩამოდიან და დღემდე იყენებენ წყალს,ვინც იცის მისი უნიკალურობა.
https://sheniinterieri.ge/%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%af%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a3%e1%83%9b%e1%83%98-%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%99%e1%83%90/
Comments
Post a Comment