როგორ შევღებოთ სააღდგომო კვერცხები? - კვერცხის წითლად შეღებვა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მთავარი რიტუალია

როგორ შევღებოთ სააღდგომო კვერცხები? - კვერცხის წითლად შეღებვა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მთავარი რიტუალია
კვერცხის წითლად შეღებვა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მთავარი რიტუალია.

წითლად შეღებილი კვერცხი ქრისტეს აღდგომის მთავარი სიმბოლოა.

როგორ გავზარდოთ და გავაფორმოთ სააღდგომო ჯეჯილი - ულამაზესი იდეები

ენდროთი შეღებვის ყველაზე ტრადიციული მეთოდი:

ინგრედიენტები:

- ენდროს ფესვები  2კონა;


- კვერცხი  30-40ც;


- ხახვის ფურცლები  4-5 თავის;


- ძმარი  1ს/კ;


- მარილი  1ს/კ;


- წყალი  1,5-2ლ;

მომზადების წესი:

დიდ ხუთშაბათს - კარგად გარეცხეთ ენდროს ფესვები, დაჩეჩქვეთ ქვასანაყის, ან სხვა საგნის დახმარებით, ჩადეთ ქვაბში, დაასხათ წყალი და დადგით ნელ ცეცხლზე. როცა ადუღდება, დაამატეთ ხახვის ფურცლები ადუღეთ 30 წუთი, გადმოდგით. გააჩერეთ მთელი ღამე.



იმისათვის, რომ კვერცხი ხარშვისას არ გასკდეს, ხარშვამდე რამდენიმე საათით ადრე გამოიღეთ მაცივრიდან, რათა მიიღოს ოთახის ტემპერატურა.

მეორე დღეს კიდევ აადუღეთ წყალი 20 წუთი, რომ კარგად გამოუვიდეს ფერი.  შეგიძლიათ წყალი დაამატოთ. როცა გაცივდება, ჩააწყეთ მასში კვერცხები, ისე განალაგეთ, რომ ენდროში და ხახვის ფოთლებში იყოს დაფარული, დაამატეთ მარილი და ძმარი. ადუღებიდან 20 -25 წუთი ადუღეთ, შემდეგ გადმოიღეთ კვერცხები ცივ წყალში.

შეგიძლიათ თითოეული კვერცხი ზეთში დასველებული სუფთა ნაჭრით გააპრიალოთ.

სადღესასწაულო სუფრასთან წითელ კვერცხებს ჯეჯელით აფორმებენ, იყენებენ სხვადასხვა მოსახატ საშუალებასაც.

სააღდგომო კვერცხის შეღებვა ხახვის ფურცლებით - let us cook

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli
https://shenisofeli.ge/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%95%e1%83%a6%e1%83%94%e1%83%91%e1%83%9d%e1%83%97-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%93%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%9d/

Comments

Popular posts from this blog

როგორ დავაწყოთ სწორად დანა-ჩანგალი მაგიდაზე

6 პროდუქტი, რომლითაც თქვენს საგაზაფხულო რაციონს გაამდიდრებთ

რა მნიშვნელობა აქვს ჭამის სიჩქარეს თქვენი ჯანმრთელობისთვის