რა სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა ყაბაყი

რა სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა ყაბაყი
ყაბაყი უნივერსალური პროდუქტია – მას წვავენ,  ხარშავენ, აშრობენ, ამწნილებენ და ზამთრისთვის აკონსერვებენ… მაგრამ შეიძლება თუ არა უმი ყაბაყის ჭამა? დიახ – გვეუბნებიან დიეტოლოგები, მაგრამ ზიანიც და სარგებელიც დამოკიდებულია რაოდენობასა და ორგანიზმის თავისებურებებზე.


შემადგენლობა და კალორიულობა




გოგრის ამ სახეობის საკვებად გამოყენება ევროპაში მხოლოდ მე-18 საუკუნეში დაიწყეს, დღეს კი ის პოპულარული პროდუქტია – მათ შორის, ბავშვთა კვებასა და დიეტურ კვებაში.




ყაბაყის კალორიულობა მინიმალურია: 100 გრ-ზე მხოლოდ 23-27 კალორია მოდის, რადგან პროდუქტის თითქმის 95% წყალი შეადგენს; ცხიმი – 0,32 გ; ცილა – 1,21 გ; ნახშირწყლები – 3,11 გ. ქიმიური შემადგენლობა კი ასეთია:




კალიუმი,  მარგანეცი, რკინა, C ვიტამინი, B ჯგუფის ვიტამინები, კაროტინი, ორგანული მჟავები, უჯრედისი 1%.




აღსანიშნავია, რომ ეს ბოსტნეული, საერთოდ, არ შეიცავს ქოლესტერინს და სახამებელს.




ყაბაყის სასარგებლო თვისებები




ყაბაყის სამკურნალო თვისებებს მისი ქიმიური შემადგენლობა განაპირობებს, გთავაზობთ იმ სარგებლის მოკლე ჩამონათვალს, რაც მისი გამოყენებით შეგიძლიათ, მიიღოთ:



ხელს უწყობს წნევის დაწევას;


აწესრიგებს სისხლში შაქრის დონეს (ამიტომ სასარგებლოა დიაბეტიანებისთვის);


ააქტიურებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას;


აქვს შარდმდენი ეფექტი, რითაც ხელს უწყობს ორგანიზმს დაგროვილი, ჭარბი სითხისგან გათავისუფლებაში;


ორგანიზმიდან გამოაქვს ტოქსინები და „ცუდი“ ქოლესტერინი, რაც, პარალელურად, ათეროსკლეროზის პროფილაქტიკას წარმოადგენს;


ყაბაყი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის;


დადებით გავლენას ახდენს სისხლის უჯრედების განახლების პროცესზე;


დამამშვიდებლად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე;


მამაკაცებში აფერხებს შარდსასქესო სისტემაში სიმსივნეების წარმოქმნას და ამაღლებს ტესტოსტერონის დონეს;


ყაბაყი ბუნებრივი დამატენიანებელია სახის კანისთვის – აჯანსაღებს კანის ფერს და საიმედოდ იცავს კანს ულტრაიისფერი სხივებისგან.

 


წყარო




 

 

 


#drpkhakadze #gochadze  #shenisupra


https://shenisupra.ge/yabayis-sasargeblo-tvisebebi/

Comments