მოამზადეთ ესპანური ომლეტი კარტოფილითა და ჩორიზოთი მთელი ოჯახისათვის

მოამზადეთ ესპანური ომლეტი კარტოფილითა და ჩორიზოთი მთელი ოჯახისათვის

ინგრედიენტები:



3   ს/კ არარაფინირებული ზეითუნის ზეთი


1   თავი დაჭრილი დიდი ყვითელი ხახვი


50   გრამი ესპანური ჩორიზო


350   გრამი დაჭრილი წითელი კარტოფილი


მარილი და პილპილი


3⁄4 ჭიქა დარილი ოხრახუში


10   ცალი დიდი ათქვეფილი კვერცხი


1   ჭიქა გახეხილი მანჩეგო ან ჩედერი


1   თავი პატარა მწვანე სალათის ფურცელი


1⁄2 თავი პატარა წითელი ხახვი

მომზადების მეთოდი:




ნაბიჯი 1




გააცხელეთ ღუმელი 200 C-ზე. გააცხელეთ 1 სუფრის კოვზი ზეთი ღუმელის დიდ ტაფაზე საშუალო ტემპერატურაზე. დაუმატეთ ყვითელი ხახვი და თუშეთ 5 წუთით.




ნაბიჯი 2




დაუმატეთ ჩორიზო (შებოლილი სოსისი) თხლად დაჭრილი ნახევარი მთვარის ფორმით, კარტოფილი, და ½ ჩაის კოვზი მარილი და პილპილი, თუშეთ, დააფარეთ, ურიეთ დროდადრო სანამ კარტოფილი დარბილდება, 10 წუთით.




ნაბიჯი 3




შეურიეთ ოხრახუში, კვერცხი და კარგად აურიეთ. მოაყარეთ ყველი და მოათავსეთ ღუმელში.




ნაბიჯი 4




აცხვეთ ომლეტი ყავისფრად შეფერვამდე და აფუებამდე, 15 წუთით.




ნაბიჯი 5




გაანაწილეთ სალათის ფურცლები და თხლად დაჭრილი წითელი ხახვი თეფშებზე და მოასხით დარჩენილი ზეთი. დაჭერით ომლეტი ნაჭრებად და მიირთვით სალათასთან ერთად.




 

 


#drpkhakadze #gochadze  #shenisupra


https://shenisupra.ge/espanuri-omleti/

Comments