წითელა - დაავადებას იწვევს წითელას ვირუსი, რომელიც გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით

წითელა - დაავადებას იწვევს წითელას ვირუსი, რომელიც გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით
წითელა – მწვავე ვირუსულ-ინფექციური დაავადება, რომლის ბუმია გაზაფხულზე, შემოდგომით და ზამთარში. ყველაზე ხშირად 2-დან 5 წლამდე ბავშვებს ხვდებათ, იშვიათად უფროსებს, მათ, ვისაც არ გადაუტანია წითელა ბავშვობაში.

მიზეზები


დაავადებას იწვევს წითელას ვირუსი, რომელიც გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით. ადამიანის ორგანიზმში ვირუსი ხვდება თვალის ლორწოვანიდან, პირიდან და ზედა სასუნთქი გზებიდან.


ასევე შესაძლებელია ნაყოფის დაავადება მუცლადყოფნის პერიოდში.

სიმპტომები


დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:


·         კატარალური პერიოდი (საერთო სისუსტე, ტემპერატურის აწევა 40 გრადუსამდე, მადის დაკარგვა, სახის შეშუპება და შემდეგ დაწითლება);


·         გამონაყარის პერიოდი («მანანის ბურღულის» ტიპის თეთრი ლაქები ქუთუთოებთან, ტუჩებთან, ღრძილებზე, ღია ფერის გამონაყარი ყურებთან, სახეზე, კისერზე, გულმკერდზე, რომელიც ნელ-ნელა გადადის მთელ ტანზე);


·         გამოჯანმრთელების პერიოდი (გამონაყარის შემცირება, კანის დახეთქვა გამონაყარის ადგილას).

დიაგნოსტიკა


დიაგნოსტიკისთვის ექიმი-პედიატრი ნიშნავს:


·         სისხლის და შარდის საერთო ანალიზს;


·         სეროლოგიურ და ბაქტეროლოგიურ გამოკვლევებს.


დაავადების მძიმე ფორმისას ასევე ინიშნება


·         გულმკერდის უჯრედების რენტგენოგრაფია;


·         ელექტროენცეფალოგრაფია.

მკურნალობა


დაავადების მკურნალობა მოიცავს:


·         ანტიჰისტამინურ პრეპარატებს;


·         სიცხის დამწევ პრეპარატებს;


·         ანტიბიოტიკებს;


·         პოლივიტამინებს;


·         ამოსახველებელ საშუალებებს;


·         მსუყე კვებას;


·         პირის ღრუსა და თვალების საგულდაგულო მოვლას;


·         წოლით რეჟიმს.


სიტუაციის გართულების შემთხვევაში ხდება პაციენტის ჰოსპიტალიზაცია.

დიეტა


ბავშვებისთვის რეკომენდირებულია რძე-ვიტამინური დიეტა.


წითელას დროს ინიშნება დიეტა №2, მოგვიანებით დიეტა №15.

საშიშროება


თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა შესაძლოა შემდეგი გართულებების განვითარება:


·         პნევმონია;


·         ლარინგიტი;


·         ბროქნქიტი;


·         ცრუ კრუპი;


·         მენინგიტი;


·         პოლინევრიტი;


·         წითელას ენცეფალიტი.

რისკის ჯგუფი


ამ ჯგუფში შედიან:


·         5 წლამდე ასაკის ბავშვები;


·         20 წელს ზევით ადამიანები, ვისაც ბავშვობაში არ გადაუტანია წითელა.

პროფილაქტიკა


რეკომენდირებულია:


·         წითელას ვაქცინაციის ჩატარება;


·         დაავადებულებთან კონტაქტისგან თავის შეკავება;


·         საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის მუდვმიად განიავება და სისუფთავის დაცვა.
https://shenipulsi.ge/2024/04/01/%e1%83%ac%e1%83%98%e1%83%97%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%90/

Comments