
თუ საუზმის მოსამზადებლად ბევრი დრო არ გაქვთ, მხოლოდ 10 წუთში შეგიძლიათ, ნოყიერი ომლეტიც კი მოასწროთ.
ინგრედიენტები:
2 ცალი კვერცხი
2 ს/კ წყალი
1⁄8 ჩ/კ მარილი
მწიკვი პილპილი
1 ჩ/კ კარაქი
1⁄3 ჭიქა გახეხილი ყველი
ცოტაოდენი დაჭრილი ლორი
მომზადების მეთოდი:
ნაბიჯი 1
პატარა თასში კვერცხი, წყალი, მარილი და პილპილი ერთად ათქვიფეთ.
ნაბიჯი 2
საშუალო ტაფაზე საშუალო ტემპერატურაზე გააცხელეთ კარაქი. ცხიმი ტაფის ზედაპირზე თანაბრად გადაანაწილეთ და დაასხით კვერცხის ნაზავი.
ნაბიჯი 3
როცა კვერცხი შეიწვება და ზედაპირი გამყარდება, გადაიტანეთ შიგთავსი: მოაყარეთ ყველი და წვრილად დაჭრილი ლორი. გადმოკეცეთ შუაზე და თეფშზე გადმოიღეთ. მიირთვით მომზადებისთანავე.
#drpkhakadze #gochadze #shenisupra
https://shenisupra.ge/franguli-omleti/
Comments
Post a Comment